ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (CEU) - სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები
ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი - CEU (უნგრეთი, ბუდაპეშტი) აცხადებს მიღებას 2012/2013 სასწავლო წლისთვის მაგისტარატურასა და დოქტორანტურაში შემდეგ აკადემიურ ფაკულტეტებსა და პროგრამებზე:
• ეკონომიკა (MA, PhD);
• გარემოს დაცვა და პოლიტიკა (MS, PhD, MS - გარემოს დაცვაში, პოლიტიკასა და მენეჯმენტში (MESPOM, Erasmus Mundus);
• გენდერული სწავლება და კულტურა (MA, PhD);
• ისტორია (MA, PhD);
• საერთაშორისო ურთიერთობები და ევროპული მეცნიერებები (MA, PhD);
• სამართალი (LLM, MA, SJD);
• მედიეველისტიკა (MA, PhD);
• ნაციონალიზმის სწავლება (MA,PhD);
• ფილოსოფია (MA, PhD);
• პოლიტიკური მეცნიერება (MA, PhD);
• მათემატიკა (PhD);
• სოციოლოგია და სოციალური ანთროპოლოგია (MA, PhD);
• საზოგადოებრივი პოლიტიკა (MA, MAPP, Erasmus Mundus);
• შემეცნებითი მეცნიერება (PhD).
დაწყების სავარაუდო თარიღი:
2012 წლის იანვარი.
ჩატარების ადგილი:
ბუდაპეშტი, უნგრეთი.
სწავლების ენა:
ქართული, ინგლისური.
ძირითადი მოთხოვნები:
სწავლის გაგრძელების მსურველებს უკვე უნდა ჰქონდეთ უმაღლესი განათლება ან უნდა იყვნენ უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელ კურსზე და კარგად ფლობდნენ ინგლისურ ენას.
გამონაკლისი:
4 იანვარი - აპლიკაციების გაგზავნის ბოლო ვადა მათთვის, ვინც აბარებს MESPOM და Myndus MAPP პროგრამებზე, აქვთ ჩაბარებული ინგლისური ენის ტესტი (iBT TOEFL ან IELTS) და სურთ დაფინანსების მოპოვება;
4 მაისი - მათთვის, ვინც აბარებს MESPOM, Mundus MAPP და საზოგადოებრივი პოლიტიკის ერთწლიან სამაგისტრო პროგრამებზე, აქვთ ჩაბარებული ინგლისური ენის ტესტი და არ სურთ დაფინანსების მოპოვება.
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე: საერთაშორისო განათლების ცენტრი, ფონდი “ღია საზოგადოება საქართველოს” შენობა. ან დაგვიკავშირდით მითითებული საკონტაქტო ნომრის საშუალებით.
ჯგუფური კონსულტაციები ჩატარდება ყოველ ოთხშაბათს, 15:00 სააათზე.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის №32, ოთახი №C220 ტელ.: 229 47 11.