ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი 2010 - 2011
ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (CEU) აცხადებს მიღებას 2010/2011 სასწავლო წლისთვის მაგისტარატურასა და დოქტორანტურაში შემდეგ აკადემიურ ფაკულტეტებსა და პროგრამებზე:ეკონომიკა (MA, PhD);გარემოს დაცვა და პოლიტიკა (MS, PhD, MS - გარემოს დაცვაში, პოლიტიკასა და მენეჯმენტში); გენდერული სწავლება და კულტურა (MA, PhD);ისტორია (MA, PhD);საერთაშორისო ურთიერთობები და ევროპული მეცნიერებები (MA, PhD);სამართალი (LLM, MA, SJD);მედიევისტიკა (MA, PhD);ნაციონალიზმის სწავლება (MA,PhD);ფილოსოფია (MA, PhD);პოლიტიკური მეცნიერება (MA, PhD);მათემატიკა (PhD);სოცილოგია და სოციალური ანთროპოლოგია (MA, PhD);საზოგადოებრივი პოლიტიკა (MA, MAPP).
ძირითადი მოთხოვნები:სწავლის გაგრძელების მსურველებს უნდა ჰქონდეთ უმაღლესი განათლება, ან უნდა იყვნენ უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელ კურსზე და კარგად ფლობდნენ ინგლისურ ენას.
განაცხადების შეტანის ვადები:
8 იანვარი, 2010 - ერასმუს-მუნდუსის პროგრამისთავის; 25 იანვარი, 2010 - მათთვის, ვისაც სურს საერთაშორისო განათლების ცენტრის მიერ ადმინისტრირებული CEU-ს ინსტიტუციონალური ინგლისური ენის (TOEFL) ტესტის ჩაბარება; 16 მარტი, 2010 - ვინც საგანაცხადო ფორმასთან ერთად წარმოადგენს ინგლისური ენისა და სხვა მოთხოვნილი ტესტების ქულებს;
16 აპრილი, 2010 - სადოქტორო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის, ვინც საგანაცხადო ფორმასთან ერთად წარმოადგენს ინგლისური ენისა და სხვა მოთხოვნილი ტესტების ქულებს (პოლიტოლოგიის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საზოგადოებრივი პოლიტიკის დეპარტამენტებზე).
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებგვერდი:http://www.ceu.hu/www.cie.ge
ან მიმართეთ
უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333, ტელ: 899 21 16 70, 877 23 77 18 (ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)