ცენტრალური ევრაზიის ლიდერობის აკადემიის (CELA) საზაფხულო სემინარი
ცენტრალური ევრაზიის ლიდერობის აკადემია (CELA) აცხადებს საერთაშორისო საზაფხულო სემინარს.
სემინარის დასაწყისი: 2011 წლის 13 - 22 ივლისი.
პროგრამის ჩატარების ადგილი: თურქეთის სტამბოლის უნივერსიტეტი.
სემინარის სამუშაო ენა: ინგლისური.
სემინარში მონაწილეობის მსურველთა ასაკი უნდა იყოს 28 წლიდან 42 წლამდე და უნდა წარმოადგენდნენ შემდეგ სახელმწიფოთა მოქალაქეებს: ავღანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო. ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი. მონაწილეობის საფასურია 100 აშშ. დოლარი. სწავლის, კვებისა და სტამბოლში დაბინავების, აგრეთვე კანდიდატის სამშობლოდან თურქეთში საჰაერო მგზავრობის ხარჯები დაიფარება აკადემიის მიერ.
განაცხადის ელექტრონულად გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 31 იანვარი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.