ცენტრალური აზიისა და კავკასიის კვლევითი და სასწავლო ინიციატივა
"ცენტრალური აზიისა და კავკასიის კვლევითი და სასწავლო ინიციატივა" პროგრამის მიზანია დახმარება გაუწიოს ახალგაზრდა სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით აკადემიური კვლევების განხორციელებაში.
პროგრამის ფარგლებში მონაწილე სტუდენტებისათვის გათვალისწინებულია ე.წ. ’’Junior’’ და ’’Senior’’ სტიპენდიები:
• ’’Junior’’ სტიპენდიები გაიცემა ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულებით მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე სტუდენტებისათვის, რომლებიც ოფიციალურად ითვლებიან დოქტორანტურის სტუდენტებად ან აქვთ დამადასტურებელი საბუთი, რომ ჩაირიცხებიან დოქტორანტურაში არაუგვიანეს 2010 წლის დეკემბრისა;
• ’’Senior’’ სტიპენდიები გაიცემა ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულებით დოქტორის (მინიმუმ მეცნიერებათა კანდიდატის) აკადემიური ხარისხის მქონე სტუდენტებისათვის.
კანდიდატთა შერჩევა მოხდება ღია კონკურსის წესით.
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 10 ნოემბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.