ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ბუდაპეშტის ცენტრალური ევროპული უნივერსიტეტის 2010 წლის საშემოდგომი სესიები

ცენტრალური ევროპული უნივერსიტეტის სარესურსო ცენტრი (CRC) აცხადებს კონკურსს 2010 წლის საშემოდგომო ერთკვირიან სესიებში მონაწილეობის მისაღებად. 2010 წლის შემოდგომაზე ცენტრი გთავაზობთ შემდეგ სესიებს:

1.      ღია კარის სეიები;

2.      სასწავლო ინოვაციური სესიები;

3.      სასწავლო გეგმების განვითარების საფუძვლებისადმი მიძღვნილი სესიები;

4.      საფაკულტეტო სასწავლო გეგმების განვითარების საკითხებისადმი მიძღვნილი სესიები.

კონკურსში მონაწილეობის მსურველი კანდიდატები ჩამოთვლილთაგან ერთ–ერთი მიმართულებით უნდა ეწეოდნენ მინიმუმ არასრულგანაკვეთიან პედაგოგიურ მოღვაწეობას აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში; სრულფასოვნად ფლობდნენ ინგლისურ ენას (წერა, კითხვა, მეტყველება), რათა მოახერხონ ქმედითი მონაწილეობის მიღება სესიებით გათვალისწინებულ სემინარებში, განხილვებსა და სხვა ღონისძიებებში.

სარესურსო ცენტრი სრულად აანაზღაურებს სესიებში მონაწილელეობის ხარჯებს.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ: 822 29 47 11

ბანერები