ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

,,ბლეზ პასკალის” საერთაშორისო კათედრების მიერ გამოცხადებული კანდიდატების შერჩევა 2011 წლისათვის

"ბლეზ პასკალის" საერთაშორისო კვლევების კათედრების მიერ გამოცხადებული კანდიდატთა შერჩევა 2011 წლისათვის, გამიზნულია საფრანგეთში, ყველა დისციპლინაში მომუშავე, უცხოელი მკვლევარების მისაღებად.

"ბლეზ პასკალის" საერთაშორისო კვლევების კათედრები შეიქმნა სახელწიფოსა და ილ-დე-ფრანსის რეგიონის მიერ, რათა მეცნიერების ყველა დარგში მიეღოთ, უცხოელი, მაღალი დონის, საერთაშორისო აღიარების მქონე მკვლევარები. ეს დარგებია: ზუსტი მეცნიერებები და ახალი ტექნოლოგიები.

ყოველი კათედრა იღებს უცხოელ მეცნიერებს, სრული განაკვეთით, 12 თვის განმავლობაში, რომელიც, ზოგ შემთხვევაში 2 წელიწადზე ნაწილდება. ისინი, კონკრეტულ სამეცნიერო პროექტზე სამუშაოდ განაწილებულები არიან უმაღლეს საგანმანათლებლო ან კვლევით დაწესებულებებში პარიზისა და ილ-დე-ფრანსის მასშტაბით. კვლევისათვის აქვთ შესაბამისი გარემო, აღჭურვილობა და შესაბამისი სახსრები. კონკრეტულ პროექტზე განსაზღვრულმა ფინანსურმა დახმარებამ, შესაძლოა 200 000 ევროს მიაღწიოს, (ანაზღაურების, სოციალური დახმარებების, გადასახადების, მისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის ჩათვლით).

ბენეფიციარებს ევალებათ ათამდე ლექციის ჩატარება, პერიოდის დასასრულს საქმიანობის ანგარიშის ჩაბარება და ერთი საჯარო სემინარის მოწყობა.

2011 წლისათვის მრავაკლდისციპლინარული ჟიური შეარჩევს 4 კანდიდატს, ილ-დე-ფრანსის რეგიონისათვის მათი პროექტის სამეცნიერო ინტერესის, ინტერდისციპლინარული ხასიათისა და წარმოდგენილი დოსიეს ხარისხის მიხედვით.

კანდიდატის დოსიე უნდა შედგეს მიმღები ლაბორატორიის ხელმძღვანელთან ერთობლივად. დოსიე უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტებსაც (3 ეგზემპლიარად):
•    კანდიდატის ანკეტა;
•    ფინანსური დოკუმენტი, საჭირო ხარჯების აღრიცხვით;
•    კვლევისა და საქმიანობის პროექტი;
•    პედაგოგიური პროგრამა;
•    CV და ბოლო პუბლიკაციების სია;
•    მიმღები ლაბორატორიის ხელმძღვანელის დასაბუთებული მოსაზრება;
•    მიმღები დაწესებულების დირექტორის თანხმობის წერილი.

საბუთების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 10 იანვარი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის  გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები