ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ბეთი და დევიდ ჯონსების სტიპენდიის პროგრამა (ივნისი - აგვისტო 2012)

მონტერეის ინსტიტუტის საერთაშორისო სასწავლო პროგრამა აცხადებს 50 სტიპენდიას. პროგრამა ითვალისწინებს ერთობლივად ენისა და საერთაშორისო სასწავლო პროგრამებს.  სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობისათვის აუცილებელია 2012 წლისათვის კანდიდატი ჩაირიცხოს საერთაშორისო პოლიტიკური მეცნიერებების, საერთაშორისო გარემოპირობების პოლიტიკის, სახელმწიფო მართვის, ტერორიზმის, საერთაშორისო ბიზნესის ან უცხო ენების მასწავლებლის სასწავლო პროგრამებიდან ერთ-ერთზე.

პროგრამა ითვალისწინებს ორი ტიპის სტიპენდიას:

•    სტიპენდიები, რომლებიც ითვალისწინებს სწავლის გადასახადისა და საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფას;
•    სტიპენდიები, რომლებიც ითვალისწინებს მხოლოდ სწავლის გადასახადს.

განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2012 წლის 1 თებერვალი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის №32, ოთახი №C219 ტელ.: 229 47 11.

ბანერები