ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ბერლინის პარლამენტის სტიპენდიები უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებულთათვის და ახალგაზრდა სტუდენტებისთვის

სტიპენდიები ფინანსდება სასწავლო ფონდი "Studienstiftung des Abgeordnetenhauses von Berlin" -ის მიერ, რომელიც დაარსდა ბერლინის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრების მეშვეობით.

გრანტები გაიცემა აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით. ამჟამად სასწავლო ფონდი ყოველწლიურად გასცემს თხუთმეტ - თორმეტთვიან სასტიპენდიო გრანტს. როგორც წესი, სტიპენდიის ოდენობა ყოველთვიურად განისაზღვრება 770 ევროთი (წინასადოქტორო 1,300 ევროთი) დოქტორანტურა დამთავრებული სტიპენდიანტებისათვის.

გარდა ამისა, ფონდი საკუთარ თავზე იღებს როგორც მგზავრობის, ასევე ბერლინის საერთაშორისო სასწავლო ცენტრში ცხოვრების ხარჯებს.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2009 წლის 15 დეკემბერი.
პროგრამა დაიწყება 2010 წლის 1 ოქტომბერს და დასრულდება 2010 წლის 30 სექტემბერს.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებგვერდი:
www.parlament-berlin.de

ან მიმართეთ
უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობებათა სამსახურს მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი № 333
ტელ: 899 21 16 70, 877 23 77 18
(ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)

 

ბანერები