ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ბერლინის ლიბერალური ხელოვნების ევროპული კოლეჯის (ECLA) სტიპენდიები

ბერლინის ლიბერალური ხელოვნების ევროპული კოლეჯი (ECLA) აცხადებს განაცხადების მიღებას 2010 -2011 სასწავლო წლისათვის. დაინტერესებულ კანდიდატებს განაცხადის გაკეთებისას შეუძლიათ არჩევანი გააკეთონ ორ ერთ წლიან სასწავლო პროგრამასა (აკადემიური წელი და საპროექტო წელი) და ოთხ წლიან საბაკალავრო პროგრამას შორის, რომელიც სრულდება ბაკალავრის ხარისხის მინიჭებით.
კოლეჯში უმთავრესი ყურადღება ეთმობა ისეთ სფეროებს, როგორიცაა ხელოვნება და ესთეტიკა, ეთიკა და პოლიტიკური თეორია, აგრეთვე რიტორიკა და ლიტერატურა.
კოლეჯი ბაკალავრიატის საერთაშორისო სტუდენტებს ყოველწლიურად სთავაზობს სტიპენდიებს. აღნიშნული წამახალისებელი სტიპენდია სრულად ფარავს სასწავლო კურსთან დაკავშირებულ ხარჯებს ერთი აკადემიური წლის განმავლობაში. სტიპენდიით აგრეთვე ანაზღაურდება დაბინავებასთან, კვებასთან, სასწავლო მასალებთან და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა ხარჯებიც.
წამახალისებელი სტიპენდია წარჩინებულ სტუდენტს შესაძლებელია დაენიშნოს ოთხივე სასწავლო წლის განმავლობაში, ანუ ბაკალავრიატის სრული კურსის დასრულებამდე.

სტიპენდიაზე ავტომატურად წარდგენილ იქნება კოლეჯში ჩარიცხული ყველა წარჩინებული სტუდენტი.

მოცემულ პროგრამაზე განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 30 აპრილი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის,
სტიპენდიების, დასაქმებისა და დაბინავების განყოფილებას მისამართზე:
ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,
ტელ: 822 29 47 11

 

ბანერები