ბერძნული უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა შავი ზღვის კულტურის კვლევები
საერთაშორისო ბერძნული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი აცხადებს საბუთების მიღებას შემდეგ სამაგისტრო პროგრამაზე "შავი ზღვის კულტურის კვლევები".
პროგრამის ხანგრძლივობა: ერთი წელი, სამი სემესტრი.
პროგრამის დასაწყისი: 2010 წლის ოქტომბერი.
სასწავლო ენა: ინგლისური.
პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვთ კანდიდატებს, რომლებიც ფლობენ მინიმუმ ბაკალავრის ხარისხს შემდეგ სფეროებში: ჰუმანიტარული მეცნიერებები, ისტორია, არქეოლოგია, ხელოვნების ისტორია, ეთნოგრაფია და სოციალური ანთროპოლოგია, პოლიტიკური მეცნიერებები, ეკონომიკა, საერთაშორისო ურთიერთობები.
პროგრამის ღირებულებაა 2500 ევრო. წარჩინებული კანდიდატებისათვის დაწესებულია სტიპენდიები.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.