ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ბალტიისპირეთის საერთშორისო საზაფხულო სკოლის სასწავლო კურსი

ლატვიის ვიდზემის უნივერსიტეტის კოლეჯი აცხადებს განაცხადების მიღებას ბალტიისპირეთის ქვეყნების საერთაშორისო საზაფხულო სკოლის სასწავლო პროგრამაზე. ლატვიის ვიდზემის უნივერსიტეტი პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს საერთაშორისო სტუდნეტებსა და პროფესიონალებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან გაიღრმავონ ცოდნა კულტურულ-ეკონომიკურ სფეროში სხვადასხვა ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებთან პროგრამის ფარგლებში წარმატებული თანამშრომლობის მეშვეობით.

პროგრამის ჩატარების ადგილია ლატვია, ქალაქი ვალმიერა. სასწავლო კურსი ჩატარდება ვიდზემის პრაქტიკულ მეცნიერებათა უნივერსიტეტში 2010 წლის 1 ივლისიდან 19 ივლისამდე.

სტიპენდიის მაძიებელი კანდიდატებისათვის განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 1 აპრილი.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ვებ-გვერდი: http://biss.va.lv/content/international-summer-school-offers-essential-knowledge-development-economy
ან მიმართეთ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის,
სტიპენდიების, დასაქმებისა და დაბინავების განყოფილებას მისამართზე:
ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,
ტელ: 822 29 47 11

 

 

 

ბანერები