ბალტიისპირეთის ქვეყნების საერთაშორისო საზაფხულო სკოლის საერთაშორისო კულტურული შეხვედრების ორგანიზების პროგრამა აღმოსავლეთ ევროპასა და ხმელთაშუაზღვისპირეთში
ორკვირიანი ინტენსიური კვლევების განხორციელებისას, პროგრამა მიზნად ისახავს აღმოსავლეთ ევროპისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონებში არსებული კულტურული მეთოდიკების განხილვა-გადახედვას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ხელოვნება, მედია და კომუნიკაციის საშუალებანი და სხვა.
ამრიგად მოხდება მოწინავე აკადემიური მეთოდიკების სრულყოფა-გაერთიანება, რის შედეგადაც თანაბარზომიერად გახდება შესაძლებელი როგორც თეორიული ცოდნის, ისე პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება საერთაშორისო-კულტურული კომუნიკაციის განხრით.
აღნიშნული სასწავლო პროგრამა აგრეთვე ითვალისწინებს 3 დღიანი პრაქტიკული მეცადინეობის ჩატარებასაც, რომლის დროსაც მოხდება ხელოვნების მუზეუმების, სამხატვრო კავშირების, ბიზნეს-ორგანიზაციებისა და მთელ რიგ სხვა დაწესებულებათა ერთობლივად მონახულება.
პროგრამა ხორციელდება ქ-ნ ანა ლინდტის სახელობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის ჩატარების ადგილია ლატვია, ქალაქი ვალმიერა. ლექცია-სემინარების ჩატარების ძირითადი ადგილია ლატვიის ვიდზემეს პრაქტიკულ მეცნიერებათა უნივერსიტეტი.
პროგრამა ჩატარდება 2010 წლის მაისსა და აგვისტოში.
საზაფხულო სკოლის სასწავლო კურსის მონაწილე ყველა სტუდენტი დაბინავდება ვიდზემის უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში, ცალ-ცალკე ოთახებში.
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 1 აპრილი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის,
სტიპენდიების, დასაქმებისა და დაბინავების განყოფილებას მისამართზე:
ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,
ტელ:822 29 47 11