ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის: ყოველწლიური სტაჟირება ირანში
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტი და ირანის საელჩოს კულტურის განყოფილება, სპარსული ენის კურსის არჩევის შემთხვევაში, სტუდენტებს სთავაზობს ყოველწლიურ სტაჟირებას ირანის დედაქალაქ - თეირანში (თეირანის სახელმწიფო უნივერსიტეტში) უ ფ ა ს ო დ. სწავლისა და სასტუმროს ხარჯებს იღებს ირანის მხარე.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ქალბატონ სოფიო გაგოშიძეს: sofia2501@yahoo.com.