ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის სტიპენდიები სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამებზე 2011-2012 სასწავლო წლისათვის

აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემია 2011–2012 სასწავლო წლისათვის საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს საგანმანათლებლო საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს დიპლომატიის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და მენეჯმენტის სფეროებში. როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო პროგრამებზე წარჩინებული სტუდენტებისთვის გათვალისწინებულია სტიპენდიების გამოყოფა.

საბაკალავრო პროგრამაზე, რომელიც მოიცავს სახელოვნებო და საერთაშორისო სწავლებებს, აგრეთვე ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებას,

კანდიდატთა შერჩევა განხორციელდება ელექტრონულად გაგზავნილი შემდეგი დოკუმენტაციის საფუძველზე:
•    სააპლიკაციო ფორმა;
•    შესაბამის სფეროებში ბაკალავრის აკადემიური ხარისხის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის (დიპლომი დანართითურთ) და აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი ნებისმიერი სხვა დოკუმენტაციის ინგლისურ ენაზე დამოწმებული თარგმანის ასლები;
•    სამოტივაციო განცხადება, სადაც აისახება, თუ რატომ გადაწყვიტა კანდიდატმა მოცემულ პროგრამაში მონაწილეობა;
•    ინგლისურ ენაში TOEFL ან იელტურ ტესტებში მიღებული შეფასებების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტაცია;
•    უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში გადაღებული 5X5 ზომის ფოტოსურათის დასკანერებული და სააპლიკაციო ფორმაზე მიბმული ასლი;
•    პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი.

პროგრამაზე განაცხადის გაგზავნის ღირებულებაა 15 აზერბაიჯანული მანათი ექვივალენტით ევროში ან აშშ დოლარში.

რაც შეეხება, სამაგისტრო პროგრამას, რომელიც მოიცავს დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებას, კანდიდატთა შერჩევა განხორციელდება ელექტრონულად გაგზავნილი შემდეგი დოკუმენტაციის საფუძველზე:
•    სააპლიკაციო ფორმა;
•    სამოტივაციო განცხადება (არაუმეტეს 500 სიტყვისა);
•    კანდიდატის საგანმანათლებლო და შრომითი მოღვაწეობის სრულყოფილად ამსახველი რეზიუმე (CV);
•    ორი რეკომენდატორის დასახელება და საკონტაქტო ინფორმაცია;
•    უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში გადაღებული 5X5 ზომის ფოტოსურათის დასკანერებული და სააპლიკაციო ფორმაზე მიბმული ასლი;
•    აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი ყველა ოფიციალური დოკუმენტაციის ინგლისურ ენაზე დამოწმებული თარგმანის ასლები;
•    ინგლისურ ენაში TOEFL ან იელტურ ტესტებში მიღებული შეფასებების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტაცია;
•    უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში გადაღებული 5X5 ზომის ფოტოსურათის დასკანერებული და სააპლიკაციო ფორმაზე მიბმული ასლი;
•    პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი.

კანდიდატთა შეზღუდულ რაოდენობას ჩაუტარდება შესარჩევი გასაუბრება. პროგრამაზე განაცხადის გაგზავნის ღირებულებაა 15 აზერბაიჯანული მანათი ექვივალენტით ევროში ან აშშ დოლარში.

განაცხადების ელექტრონულად გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 1 აპრილი.


დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ: 822 29 47 11.

ბანერები