ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ახალი ზელანდიის სადოქტორო კვლევითი სტიპენდიები

ახალი ზელანდიის 3 წლიანი საერთაშორისო სადოქტორო კვლევითი სტიპენდიები (NZIDRS) განკუთვნილია მაგისტრის ხარისხის მფლობელი საერთაშორისო სტუდნეტებისთვის, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
•    განაცხადის გაგზავნის მომენტისათვის ფლობენ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებულ ხარისხს მათ მიერ შერჩეულ სპეციალობაში;
•    სრულფასოვნად ფლობენ ინგლისურ ენას;

სტიპენდია ანაზღაურებს:
•    3 წლის სასწავლო ხარჯებს;
•    საცხოვრებელ ხარჯებს;
•    ჯანმრთელობის დაზღვევას;
•    კონფერენციებზე დასწრებისა და პრაქტიკული მეცადინეობებისათვის განკუთვნილ მგზავრობის ხარჯებს;
•    წიგნებისა და სასწავლო მასალების ხარჯებს.

განაცხადების ელექტრონულად გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 15 ივლისი.

დამატებითი ინფორმაციისათვის  მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები