ახალი ევროპული კოლეჯის სტიპენდიების პროგრამა
ახალი ევროპული კოლეჯი აცხადებს კონკურსს 2010-2011 აკადემიური წლისათვის სტიპენდიის პროგრამაზე სახელწოდებით "რელიგია და პოლიტიკა თანამედროვეობის კონტექსტში". ინსტიტუტი მდებარეობს რუმინეთის ქ. ბუქარესტში.
პროგრამა შესაძლებლობას აძლევს ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სტუდენტებს, მიიღონ ზემოხსენებულ კონკურსში მონაწილეობა. კანდიდატები უნდა იყვნენ დოქტორანტურის სტუდნეტები, ან ფლობდნენ ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს.
პროგრამის ხანგრძლივობა:
ა) სრული აკადემიური წელი (10 თვე ოქტომბრიდან ივლისის ჩათვლით).
ბ) 1 სემესტრიანი სასტიპენდიო კურსი (ოქტომბრიდან თებერვლის თვის ჩათვლით ან მარტიდან ივლისის თვის ჩათვლით).
სტიპენდია მოიცავს ყოველთვიურ ანაზღაურებას 650 ევროს ოდენობით (საკომისიოს გარეშე), საცხოვრებლით უზრუნველყოფას, საერთაშორისო ტრანსპორტირებას სამშობლოდან და უკან; სთავაზობს სტიპენდიანტებს 1 თვიან კვლევით მოგზაურობას მათ მიერ არჩეულ საზღვარგარეთის დაწესებულება-ორგანიზაციაში.
სასწავლო კურსის სამუშაო ენები: ინგლისური, გერმანული და ფრანგული. სავალდებულოა ინგლისური ენის კარგად ცოდნა.
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 1 თებერვალი. განაცხადი უნდა გაიგზავნოს ინგლისურ ენაზე.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებგვერდი:
http://www.nec.ro/fundatia/nec/relig_pol_intl.htm
ან მიმართეთ
უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333,
ტელ: 877 23 77 18
(ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)