ახალი ევროპული კოლეჯის სტიპენდიების პროგრამა
ახალი ევროპული კოლეჯი აცხადებს შავი ზღვის კავშირისა და სხვა საერთაშორისო სტიპენდიების პროგრამას, როგორც ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში, ასევე ეკონომიკაში. შავი ზღვის კავშირის სტიპენდიების პროგრამა მოიცავს ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებს და ფინანსდება VolkswagenStiftung-ის ცენტრის (ჰანოვერი, გერმანია) მიერ.
პროგრამის განხორციელების ადგილი: ახალი ევროპული კოლეჯი, რუმინეთი, ქ. ბუქარესტი.
დაინტერესებული კანდიდატები უნდა სწავლობდნენ დოქტორანტურაზე ან ფლობდნენ ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს.
სტიპენდია მოიცავს: ყოველთვიურ ანაზღაურებას 650 ევროს ოდენობით (საკომისიოს გარეშე), საცხოვრებლით უზრუნველყოფას, სასწავლო კურსის დასაწყისში და დასასრულს სტიპენდიანტის საერთაშორისო ტრანსპორტირებას სამშობლოდან და უკან. გარდა ამისა, პროგრამა სთავაზობს სტიპენდიანტებს ერთ თვიან კვლევით მოგზაურობას მათ მიერ არჩეულ საზღვარგარეთის დაწესებულება - ორგანიზაციაში (ყოველდღიურად გამოყოფილი იქნება 2,600 ევრო ტრანსპორტირების, საცხოვრებელი და სხვა ხარჯებისათვის). აგრეთვე სტიპენდიანტს შეუძლია შეუკვეთოს 500 ევრომდე ღირებულების ლიტერატურა კვლევითი საქმიანობისათვის კურსის მიმდინარეობისას, მათ შორის მშობლიური სასწავლებლის ბიბლიოთეკიდან.
სასწავლო კურსის სამუშაო ენებია ინგლისური, გერმანული და ფრანგული. სასურველია ინგლისური ენის კარგად ცოდნა.
შევსებული სააპლიკაციო ფორმის გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 15 ნოემბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.