ახალგაზრდული სამიტი
2010 წლის 24 ნოემბერს სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასი" - ში ჩატარდება ახალგაზრდული სამიტი, სადაც საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ლიდერები და 10 უნივერსიტეტის შერჩეული აქტიური სტუდენტები საქართველოში ათასწლეულის განვითარების მიზნების (Millennium Development Goals) შესრულების შესახებ იმსჯელებენ.
სამიტის მსვლელობისას რვა სამუშაო ჯგუფი შეიმუშავებს რეკომენდაციებს.
დღის ბოლოს ახალგაზრდულ სამიტს საზეიმოდ დახურავენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი და გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში ბატონი ჯეიმი მაკგოლდრიკი.
ეს ანგარიშები, რომელიც საქართველოს მთავრობისა და განვითარების პარტნიორების მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია, წარმოგვიდგენს მიზნების მისაღწევად გადადგმულ ნაბიჯებს და ქვეყნის მიერ 2015 წლისათვის თითოეული მიზნის მიღწევის შესაძლებლობას.
სამიტზე დასწრება შეზღუდულია!
განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 18 ნოემბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.