ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ახალგაზრდა მეცნიერების უცხოეთში სტაჟირებას სახელმწიფო დააფინანსებს

ახალგაზრდა მეცნიერებს საშუალება ეძლევათ, გაიარონ სტაჟირება უცხოეთის წამყვან სამეცნიერო ცენტრებში შემდეგი სამეცნიერო სფეროების მიმართულებით: საინჟინრო მეცნიერებები, ფიზიკა და ასტრონომია, ქიმია, დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები, მათემატიკა, მექანიკა და საინფორმაციო ტექნოლოგიები, აგრარული, სიცოცხლის შემსწავლელი და სამედიცინო მეცნიერებები.

კონკურსის მიზანია ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა საგრანტო დაფინანსების გზით, მათი კვალიფიკაციის ამაღლება, ახალგაზრდა მეცნიერთათვის საერთაშორისო კონტაქტების დამყარება და გამოცდილების შეძენაში ხელშეწყობა.

უცხოეთში სტაჟირების გრანტები ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. კონკურსის ადმინისტრირებას სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ახორციელებს.

გრანტის ფარგლებში, ახალგაზრდა მეცნიერს აუნაზღაურდება: საერთაშორისო მგზავრობის, დაზღვევის, ვიზის, საცხოვრებელი ბინის, შიდა ტრანსპორტირებისა და კვების ხარჯები.

კონკურსში დაფინანსების მოსაპოვებლად საგრანტო განაცხადის წარდგენა ყველა იმ ახალგაზრდა მეცნიერს შეუძლია, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე და აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

კარგად ფლობს ინგლისურ ან იმ ქვეყნის სახელმწიფო ენას სადაც ახალგაზრდა მეცნიერი გეგმავს სტაჟირების გავლას;

აქვს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი, ან არის დამამთავრებელი კურსის დოქტორანტი.

ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 40 წელს.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 25 მაისი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართდამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის,

დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე:

ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,

ტელ: 822 29 47 11

 

 

ბანერები