ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ავსტრიის ვენის საერთაშორისო საზაფხულო პროგრამა

ავსტრიის ვენის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა აცხადებს კონკურსს საერთაშორისო სტუდენტებისა და კურსდამდავრებულებისათვის საზაფხულო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. პროგრამა მოიცავს ორ კვირიან სესიებს და მონაწილე სტუდენტებს სთავაზობს ევროპათმცოდნეობისა და გერმანული ენის შემსწავლელ კურსებს.

პროგრამა ჩატარდების დრო: 2011 წლის 16 ივლისიდან 13 აგვისტოს ჩათვლით.

პროგრამის ფარგლებში აკადემიური წარჩინების გათვალისწინებით სტუდნეტებისთვის გამოყოფილი იქნება სტიპენდიები 300 ევროდან 2.400 ევრომდე ოდენობით. რამდენადაც პროგრამის სრული ღირებულება შეადგენს 2.900 ევროს, თითოეულ სტუდენტს მოუწევს თავად აანაზღაუროს დარჩენილი საფასურის ოდენობა. თითოეულმა კანდიდატმა წინასწარ უნდა წარადგინოს საკუთარი ფინანსური მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტაცია.

დაინტერესებული კანდიდატების ასაკი უნდა აღემატებოდეს 18 წელს და განაცხადის წარდგენის მომენტისათვის გავლილი უნდა ჰქონდეთ მინიმუმ ორ წლიანი სასწავლო კურსი მშობლიურ უმაღლეს სასწავლებელში ან ფლობდნენ მინიმუმ ევროპული უნივერსიტეტების ერთ წლიანი სასწავლო კურსის ექვივალენტურ განათლებას.
  
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 28 თებერვალი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები