ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ავსტრიის სიდნეის სასექსის კოლეჯის სტიპენდიები სამართალმცოდნეობაში კემბრიჯის უნივერსიტეტში სასწავლებლად

ავსტრიის  ქალაქ სიდნეის სასექსის კოლეჯის საბჭო აცხადებს კონკურსს საერთაშორისო სტუდენტებისთვის ყოველწლიური სტიპენდიების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. პროგრამა მოიცავს დიდი ბრიტანეთის კემბრიჯის უნივერსიტეტში მოწინავე სასწავლო კურსების გავლასა და კვლევების განხორციელებას სამართალმცოდნეობის მიმართულებით. სწავლება ხორციელდება ინგლისურ ენაზე. მონაწილე სტუდენტების აკადემიური წარჩინების მიხედვით სტიპენდიების ყოველწლიური ოდენობა განისაზღვრება 1.000 ევროდან 3.000 ევრომდე.

დაინტერესებული კანდიდატები უნდა ფლობდნენ მაგისტრის აკადემიურ ხარისხს, წარმოადგენდნენ დოქტორანტურის სტუდენტებს ან დოქტორის ხარისხის მფლობელ პირებს სამართალმცოდნეობაში, საკანონმდებლო სწავლებებში, საერთაშორისო სამართალში ან კრიმინოლოგიაში. პროგრამის გასავლელად მიღება და სტიპენდიების მიკუთვნება მოხდება წარსული აკადემიური მოსწრებისა და წარჩინების გათვალისწინებით.

პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა გაგზავნონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა.

განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 1 აპრილი

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები