ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ავსტრიის ქ. ვენის ტექნოლოგიის უნივერსიტეტის სადოქტორო სტიპენდიები ინფორმატიკის განხრით

ვენის ტექნოლოგიის უნივერსიტეტი აცხადებს განაცხადების მიღებას დოქტორანტურის კურსის გასავლელად შემდეგ სპეციალობებში:

• ბიზნეს-ინფორმატიკა;
• გამოთვლითი დამუშავების შედეგები;
• კომპიუტერული უზრუნველყოფა;
• გამანაწილებელი და პარალელური სისტემები;
• მედია-ინფორმატიკა და გრაფიკული გამოთვლები.

სტიპენდიის ფარგლებში 15 ადგილობრივი თუ საერთაშორისო სტუდენტი ყოველთვიურად მიიღებს სტიპენდიას 1000 ევროს ოდენობით საცხოვრებელი ხარჯების დასაფარად.
წარსული აკადემიური კვალიფიკაციისა და პრაქტიკული საქმიანობის გამოცდილების გარდა სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა (TOEFL, IELTS, CAE პროგრამებიდან ერთ-ერთში მიღებული შეფასებების თანახმად).

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნივერსიტეტში ელექტრონულად უნდა გაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
• მაგისტრის ან უფრო მაღალი ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი) გავლილი კურსების ჩამონათვალთან და აკადემიური მოსწრების მაჩვენებელ დანართთან ერთად;
• სამაგისტრო ნაშრომი;
• რეზიუმე (CV);
• სამოტივაციო წერილი;
• მინიმუმ 2 სარეკომენდაციო წერილი სხვადასხვა რეკომენდატორისგან (რომელთაგან ერთ-ერთი მაინც სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა კანდიდატის მშობლიურ უმაღლეს სასწავლებელში).
• ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი სერთიფიკატი;
• კანდიდატის პირადობის მოწმობის ასლი (მხოლოდ ფოტოსურათისა და პირადი ინფორმაციის შემცველი გვერდები);
• ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატის ოფიციალურად დამოწმებული ასლები;
• სასურველია კანდიდატის მიერ ვენის უნივერსიტეტში ყოფნისას კვლევით-მეთოდოლოგიური საქმიანობის გეგმის (დეტალური აღწერა) წარმოდგენა.

განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 7 მაისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის,
სტიპენდიების, დასაქმებისა და დაბინავების განყოფილებას მისამართზე:
ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,
ტელ:822 29 47 11

 

 

 

 

ბანერები