ავსტრიის ნიუვალდეგის ინსტიტუტის საზაფხულო სკოლა
ნიუვალდეგის საზაფხულო სკოლა ყოველწლიურად იმართება ნიუვალდეგის ინსტიტუტში და გამიზნულია მათთვის ვინც დაინტერესებულია ფილოსოფიით, პოლიტიკით, ბიზნესით, ეკონომიკით და სამართლით. ბოლო 8 წლის განმავლობაში საზაფხულო სკოლა გაიარეს 70-ზე მეტმა სტუდენტმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან.
ნიუვალდეგის ინსტიტუტი გასცემს შეზღუდული რაოდენობით სტიპენდიებს, რაც დაფარავს ცხოვრების, კვების, წიგნების და სალექციო კურსის ხარჯებს.
განაცხადების ელექტრონულად გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 1 ივლისი
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ: 822 29 47 11.