ავსტრალიის ვოლტერ მანგოლდის ნდობის ფონდის სტიპენდიები საერთაშორისო სტუდენტებისთვის
ავსტრალიის ვიქტორიის შტატის ვოლტერ მანგოლდის ნდობის ფონდი წარმოადგენს ახლადდაფუძნებულ საქველმოქმედო ფონდს, რომელიც მოწოდებულია ხელი შეუწყოს როგორც ადგილობრივ ავსტრალიელ სტუდენტებს საზღვარგარეთ სასწავლო კურსების გასავლელად, აგრეთვე საერთაშორისო სტუდენტებს ავსტრალიაში ჩასასვლელად და ინგლისური ენის დასახვეწი სასწავლო კურსების გასავლელად, აგრეთვე ავსტრალიის კულტურის ერთ ან რამოდენიმე სფეროში ცოდნის გასაღრმავებლად 2012 სასწავლო წლისათვის. წარჩინებული სტუდენტებისთვის ფონდი ითვალისწინებს სოლიდური სტიპენდიების გამოყოფას, რომელთა ოდენობა მერყეობს 5.000 აშშ დოლარიდან 20.000 აშშ დოლარამდე.
სხვა დანიშნულებებთან ერთად, ფონდი მოწოდებულია მხარი დაუჭიროს მოწვეულ საერთაშორისო სტუდენტებსა და მეცნიერ - მკვლევარებს მელბურნის უნივერსიტეტში სასწავლო - კვლევითი საქმიანობის განსახორციელებლად.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა გაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
• სრულად შევსებული სააპლიკაციო ფორმა (ხელმისაწვდომია პროგრამის ვებ - გვერდზე);
• დასტურის წერილი ინგლისური ენის ამჟამინდელი ლექტორისა ან უშუალო ხელმძღვანელისაგან;
• ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია, რომელთაც ობიექტური ინფორმაციის მიწოდება შეუძლიათ კანდიდატის პიროვნულ თვისებებსა და მოცემულ პროგრამასთან შესაბამისობაზე;
• სამგზავრო ბიუჯეტი, სადაც აღნიშნული იქნება, თუ საჭიროების შემთხვევაში რამდენად შეძლებს სტუდენტი დაფაროს სწავლების გარკვეული თანხა საკუთარი ან ნებისმიერი სხვა სახსრებით.
განაცხადების ელექტრონულად გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 29 ივლისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.