ავსტრალიის ქ. ადელაიდის ორგანიზაცია “Ice Warm”-ის სტიპენდიები საერთაშორისო მაღალკვალიფიციური სტუდენტებისთვის წყლის რესურსების მენეჯმენტში
ავსტრალიის ადელაიდის ორგანიზაცია „Ice Warm”-ი აცხადებს კონკურსს სტიპენდიების ერთსემესტრიან სასწავლო პროგრამაზე წყლის რესურსების მენეჯმენტის მიმართულებით.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა გაგზავნონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა.
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 27 აგვისტო.
პროგრამაზე რეგისტრაციის გავლა და სააპლიკაციო ფორმების შევსება შესაძლებელია პროგრამის ოფიციალურ ვებ გვერდზე.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.