ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

აშშ-ს სავაჭრო პალატის სტიპენდია ეკონომიკური კვლევისთვის

აშშ-ს სავაჭრო პალატა აცხადებს კონკურსს ეკონომიკური კვლევის განსახორციელებლად გამოყოფილი სტიპენდიის მოსაპოვებლად. პროგრამა 6-თვიანია და ჩატარდება 2011 წლის 1 ივლისიდან 2012 წლის 31 იანვრის ჩათვლით (2011 წლის აგვისტოს გამოკლებით). პროგრამა ტარდება ინგლისურ ენაზე.  პროგრამის უმთავრეს დანიშნულებას წარმოადგენს, ხელი შეუწყოს მონაწილეებს, გაიღრმაონ ცოდნა საქართველოს ეკონომიკისა და ბიზნეს-საკითხებთან მიმართებაში, აგრეთვე გაიუმჯობესონ წერითი შესაძლებლობანი ინგლისურ ენაში და ბიზნეს-ანალიზის უნარ-ჩვევებში. სტიპენდიის ყოველთვიური ოდენობა განისაზღვრება 400 აშშ დოლარით.

დაინტერესებული კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ ძირითად კრიოტერიუმებს:
•    უნდა იყვნენ საქართველოს მოქალაქეები;
•    მიღებული ჰქონდეთ მინიმუმ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და ჩარიცხულნი იყვნენ მაგისტრატურაში პროგრამასთან შესაბამისი ნებისმიერი მიმართულებით, უპირატესობა მიენიჭებათ ეკონომიკის, ჟურნალისტიკისა და ბიზნესის მიმართულებათა სტუდენტებს;
•    უნდა გამოირჩეოდნენ ენერგიულობით, საქმისადმი ერთგულებით, შრომისმოყვარეობითა და კრიტიკისადმი მზადყოფნით;
•    კარგად ფლობდნენ ინგლისურ ენას;
•    ჰქონდეთ კარგი გამოთვლითი აზროვნება. პროგრამა „Excel”-ის ცოდნა ითვლება უპირატესობად, მაგრამ არაა სავალდებულო;
•    უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებიც არ ცხოვრობენ თბილისში.

სტიპენდიის მოპოვების მსურველმა კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა გაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
•    რეზიუმე (CV) სამოტივაციო წერილთან ერთად;
•    საკუთარი ნაშრომის თეზისები ინგლისურ ენაზე, რომელიც უნდა შეიცავდეს არა უმეტეს 1000 სიტყვას. სასურველია ნაშრომი პასუხს სცემდეს შემდეგ კითხვებს: 1. რა უნდა გააკეთოს საქართველომ ამა თუ იმ კერძო სექტორის მზარდობის მისაღწევად (სექტორის არჩევა კანდიდატს სურვილისამებრ შეუძლია); 2. რომელია ის უდიდესი პერსპექტივა, რომლის წინაშეც ამჟამად დგას საქართველოს ეკონომიკა? 3. რა წარმოადგენს უმთავრეს წინააღმდეგობას ქართული ეკონომიკის განვითარებისთვის?

თითოეული ელექტრონულად გაგზავნილი განაცხადის  სათაურის გრაფაში უნდა ჩაიწეროს: “Fellowship in Economic Writing and Research”. წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ მიიღება.

განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 12 ივნისი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის- ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219,  ტელ: 822 29 47 11.

ბანერები