აშშ - ს საქართველოს საელჩოს ჰუბერტ ჰამფრის სახელობის სტიპენდიების პროგრამა
აშშ - ს საქართველოს საელჩო აცხადებს განაცხადების მიღებას ჰუბერტ ჰამფრის სახელობის სტიპენდიების პროგრამის მისაღებ ყოველწლიურ შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. პროგრამის მიზანია თავი მოუყაროს ამერიკაში სრულფასოვან საშუალო კარიერის მქონე პროფესიონალებს და აძლევს საშუალებას გაიარონ ერთწლიანი უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულთათვის განკუთვნილი სასწავლო კურსები, რომლებიც არ ითვალისწინებენ სამეცნიერო ხარისხის მინიჭებას, აგრეთვე განახორციელონ პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებული სხვა საქმიანობანი.
სტიპენდიით გათვალისწინებული პროფესიონალთა განვითარების სამუშაო გეგმა ჩვეულებრივ მოიცავს პროფესიულ ვიზიტებს, კონფერენცებს. აკადემიური წლის დასაწყისში თითოეული სტიპენდიანტი ვალდებულია ადგილობრივი უმაღლესი სასწავლებლის კოორდინატორისა და ფაკულტეტის ზედამხედველის დახმარებით შეიმუშავოს მომავალი პროფესიული საქმიანობის გეგმა.
პროგრამის ფარგლებში სტიპენდია შესაძლებელია დაინიშნოს შემდეგი დარგების მიხედვით:
• სოფლის მეურნეობის განვითარება/სოფლის მეურნეობის ეკონომიკა;
• ჟურნალისტიკა/კომუნიკაციები;
• ნარკოტიკების მოხმარების შესახებ განათლების მიცემა, მკურნალობისა და პრევენციის მეთოდები;
• ეკონომიკური განვითარება/ფინანსები და საბანკო საქმე;
• საგანმანათლებლო ადმინისტრირება, დაგეგმვა და პოლიტიკა;
• უმაღლესი განათლების ადმინისტრირება;
• შიდსთან ბრძოლის პოლიტიკა და პრევენცია;
• ადამიანური რესურსების მენეჯმენტი;
• სამართალმცოდნეობა და ადამიანის უფლებები;
• ბუნებრივი რესურსები/გარემოს დაცვის პოლიტიკა/კლიმატის ცვალებადობა;
• საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პოლიტიკა და მენეჯმენტი;
• საჯარო პოლიტიკის ანალიზი და საჯარო ადმინისტრირება;
• ინგლისურის, როგორც უცხო ენის სწავლება (პედაგოგთა გადამზადება ან სასწავლო გეგმათა განვითარება);
• ტექნოლოგიათა პოლიტიკა და მენეჯმენტი;
• ტრეფიკინგი საზოგადოებაში, პოლიტიკა და პრევენცია;
• ურბანული და რეგიონალური დაგეგმარება.
კონკურსში მონაწილეობისათვის შესაფერის კანდიდატებს წარმოადგენენ საშუალო კარიერის მქონე პროფესიონალები. სტიპენდიის მიღების მსურველ კანდიდატებს უმაღლესი სასწავლებლის დასრულების შემდეგ უნდა ჰქონდეთ მინიმუმ 5 წლიანი სრულგანაკვეთიანი პროფესიული საქმიანობის გამოცდილება (2012 წლის აგვისტომდე) ერთ - ერთი ზემოთჩამოთვლილი სფეროს განხრით.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არ დაიშვებიან უმაღლესი სასწავლებლების ახლადკურსდამთავრებული პირები (თუნდაც ისინი ფლობდნენ მნიშვნელოვან თანამდებობებს), უნივერსიტეტის პედაგოგები ან აკადემიური მკვლევარები, რომლებსაც არ აქვთ გამოცდილება მენეჯმენტის მიმართულებით (გამონაკლისს წარმოადგენენ ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული საგანმანათლებლო, სამკურნალო ან პრევენციული საქმიანობის განმახორციელებელი მუშაკები, აგრეთვე ინგლისურის, როგორც უცხო ენის პედაგოგები), პირები, რომლებიც 2012 წლის აგვისტომდე უკანასკნელი შვიდი წლის განმავლობაში სწავლობდნენ აშშ - ს უმაღლეს სასწავლებელში ერთი ან მეტი აკადემიური წლის ვადით; აგრეთვე პირები, რომელთაც უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში 2012 წლის აგვისტომდე აშშ-ში მიუღიათ ექვს თვეზე მეტი ვადით ნებისმიერი სახის პროფესიული გამოცდილება. აშშ - ს ორმაგი მოქალაქეობის მქონე კანდიდატებსა და აღნიშნული ქვეყნის მუდმივ მაცხოვრებელთა სტატუსის მქონე პირებს პროგრამაზე განაცხადის წარდგენის უფლება ერთმევათ იმ მომენტიდან, როდესაც ისინი არაუფლებამოსილნი გახდებიან აშშ - ში გასამგზავრებელი J ვიზის მოსაპოვებლად.
ჰამფრის სასტიპენდიო პროგრამა ანაზღაურებს საერთაშორისო მგზავრობის, სასწავლო გადასახადისა და აშშ - ს უმაღლეს სასწავლებელში ყოფნასთან დაკავშირებულ სხვა აუცილებელ ხარჯებს, უბედურ შემთხვევათა და ჯანმრთელობის დაზღვევას, ყოველთვიურ გადასახადს არსებობისათვის აუცილებელ მოთხოვნილებებზე, აგრეთვე წიგნების შეძენისა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელ ნებისმიერ თანხებს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჰამფრის სასტიპენდიო პროგრამა ფინანსურ მხარდაჭერას ვერ აღმოუჩენს სტიპენდიანტთა თანმხლებ პირებს.
დაინტერესებულ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთმოყვანილ კრიტერიუმებს, სააპლიკაციო ფორმათა შევსება შეუძლიათ პროგრამის ვებ - გვერდზე. სააპლიკაციო ფორმას თან უნდა დაერთოს ორი სარეკომენდაციო წერილი და დამატებითი დოკუმენტაცია, როგორიცაა: აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი ცნობები, დიპლომებისა და სერტიფიკატების ასლები. ყველა ზემოთმოყვანილი დოკუმენტაცია ხელზე უნდა მიეწოდოს აგრეთვე აშშ - ს საქართველოს საელჩოს მისამართზე: თბილისი, ჯორჯ ბალანჩინის ქუჩა N11. კანდიდატთა შეზღუდულ რაოდენობას 2011 წლის ივნისში მოუწევთ ინგლისურ ენაში TOEFL გამოცდის ჩაბარება.
განაცხადის ელექტრონულად გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 31 მაისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.