ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ა.შ.შ.-ს მიჩიგანის უნივერსიტეტის სამ-ოთხ კვირიანი სტიპენდიები

მიჩიგანის უნივერსიტეტი აცხადებს 2011 სასწავლო წლისათვის სადოქტორო სტიპენდიებზე განაცხადების მიღებას. მოცემული სტიპენდიები სრულად ანაზღაურებს მიჩიგანის უნივერსიტეტში სამეცნიერო ვიზიტების, ორმხრივი მგზავრობის, დაბინავების, ჯანმრთელობის დაზღვევისა და ყოველდღიურ საარსებო  ხარჯებს.

კანდიდატებს მოეთხოვებათ ინგლისური ენის სრულფასოვნად ცოდნა. პროექტის ფარგლებში გამოყოფილ იქნება დაახლოებით ათამდე სტიპენდია:
2011 წლის იანვრის თვიდან აპრილის თვემდე;
ან 
2011 წლის სექტემბრის თვიდან დეკემბრის თვემდე.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა გააგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
•    სრულად შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
•    რეზიუმე (CV);
•    დოქტორის ან უფრო მაღალი  ხარისხის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (დიპლომი);
•    პირადობის მოწმობის ასლი;
•    სამოტივაციო წერილი (ორი გვერდი);
•    მოწვევის წერილი მიჩიგანის უნივერსიტეტიდან;
•    სარეკომენდაციო წერილი კანდიდატის უმაღლესი სასწავლებლის რექტორის ან ფაკულტეტის დეკანისაგან;
•    თუ კანდიდატს ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩაბარებული აქვს TOEFL-ის ტესტი ინგლისურ ენაში, სასურველია ამ ტესტში მიღებული შეფასებების ამსახველი დოკუმენტაცია.

განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 29 ოქტომბერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები