აშშ - ს დეიტონის უნივერსიტეტის სტიპენდიები
აშშ - ს დეიტონის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს საერთაშორისო სტუდენტებისთვის ინგლისური ენის შემსწავლელი ინტენსიური კურსების, აგრეთვე სხვადასხვს დარგებში საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების გასავლელად. წარჩინებულ სტუდენტებს აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით დაენიშნებათ სტიპენდიები.
პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია შემდეგი საბაკალავრო პროგრამები:
• მეცნიერებები და ხელოვნება;
• ბიზნეს - ადმინისტრირება;
• განათლება და მონათესავე სფეროები;
• საინჟინრო საქმე.
რაც შეეხება სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს, ხელმისაწვდომია შემდეგი მიმართულებები:
სამაგისტრო:
მეცნიერებები და ხელოვნება/საინჟინრო საქმე;
ბიზნეს - ადმინისტრირება;
განათლება;
რელიგიური სწავლებანი.
სადოქტორო:
• მეცნიერებები და ხელოვნება/საინჟინრო საქმე;
• განათლება;
• რელიგიური სწავლებანი.
როგორც ინგლისური ენის შემსწავლელი ინტენსიური კურსების, ასევე ჩამოთვლილი საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების გავლისა და სტიპენდიის მოპოვების მსურველმა კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა გაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
• სრულად შევსებული სააპლიკაციო ფორმები;
• სამოტივაციო ესე;
• სარეკომენდაციო წერილი/წერილები აკადემიური პერსონალის წარმომადგენელთაგან;
• საშუალო სკოლის ატესტატი და მშობლიურ უმაღლეს სასწავლებელში მიმდინარე აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. თუ განაცხადის წარდგენა ხდება სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამაზე, შესაბამისად ბაკალავრისა ან მაგისტრის აკადემიური ხარისხის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
• ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი ერთ - ერთი დოკუმენტაცია: TOEFL – 523 ქულა ხელნაწერ ტესტში, 193 ქულა კომპიტერულ ტესტში ან 70 ქულა ინტერნეტ ტესტში, სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამებისთვის 550 ქულა ხელნაწერ ტესტში ან 213 ქულა კომპიუტერულ ტესტში; იელტური შეფასება – მინიმუმ 6 ქულა; ELPT ტესტი – მინიმუმ 956 ქულა; APIEL ტესტი – მინიმუმ 3 ქულა;
• ფინანსური მდგომარეობის/საჭიროებისა და აშშ - ში გასამგზავრებელი F-1 ან J-1 ვიზის საჭიროების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
საყურადღებოა, რომ სამაგისტრო და სადოქტორო კურსებზე განაცხადის წარმდგენი სტუდენტებისთვის შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნას რიგი დამატებითი მოთხოვნები, რისი მოძიებაც კონკრეტული მიმართულების შესაბამისად შესაძლებელია უნივერსიტეტის ვებ - გვერდზე.
განაცხადების ელექტრონულად გაგზავნის ბოლო ვადებია:
• 2011 წლის შემოდგომის სემესტრი (აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით) – 2011 წლის 1 მაისი, 2012 წლის გაზაფხულის სემესტრი (იანვრიდან აპრილის ჩათვლით) – 2011 წლის 1 აგვისტო;
• 2012 წლის ზაფხულის სემესტრი (მაისიდან ივლისის ჩათვლით) – კონკრეტული სასწავლო პროგრამის შესაბამისად.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.