აშშ - ს ჩრდილოეთ ტეხასის უნივერსიტეტის ინგლისური ენის ინტენსიური სწავლების კურსით შემსწავლელი ინსტიტუტის სტიპენდიები საერთაშორისო სტუდენტებისთვის
აშშ - ს ჩრდილოეთ ტეხასის უნივერსიტეტის ინგლისური ენის ინტენსიური სწავლების კურსით შემსწავლელი ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს საერთაშორისო სტუდენტებისთვის ინგლისური ენის შემსწავლელი ინტენსიური სასწავლო კურსის გასავლელად. პროგრამა მოიცავს როგორც დამწყებ, ასევე პროფესიულ დონეებს და ხელმისაწვდომია ინგლისური ენის სპეციალობის როგორც ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის, აგრეთვე შესაბამისი აკადემიური ხარისხების მფლობელი სტუდენტებისთვის. წარჩინებულ სტუდენტებს აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით შესაძლებელია დაენიშნოთ სტიპენდიები.
პროგრამაში მონაწილეობისა და სტიპენდიების მოპოვების მსურველმა კანდიდატებმა ელექტრონულად და ფაქსით უნდა გაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
• სრულად შევსებული ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა;
• აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: ბაკალავრიატის სტუდენტებმა უნდა გაგზავნონ მშობლიურ უმაღლეს სასწავლებელში განაცხადის წარდგენის მომენტისათვის გავლილ სასწავლო კურსებში მიღებული შეფასებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ხოლო ბაკალავრის, მაგისტრის ან დოქტორის აკადემიური ხარისხის მფლობელმა სტუდენტებმა შესაბამისი დიპლომი/დიპლომები დანართითურთ. თუ აღნიშნული დოკუმენტაცია არ არის შედგენილი ინგლისურ ენაზე, მიიღება მხოლოდ ოფიციალური სამეცნიერო დაწესებულების ან სერტიფიცირებული მთარგმნელის მიერ შესრულებული თარგმანები;
• ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (TOEFL ან იელტური შეფასების ოფიციალურ ტესტებში მიღებული შეფასებები);
• სტუდენტის ფინანსური მდგომარეობის, განაცხადის წარდგენის მომენტში კონკრეტული ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობისა და ფინანსური საჭიროების ამსახველი დოკუმენტაცია;
• საზღვარგარეთის ვადიანი პასპორტის ფოტოასლი ფოტოსურათთან ერთად, რომელზეც გარკვევით უნდა ჩანდეს კანდიდატის სახე;
• სააპლიკაციო გადასახადის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
• ონლაინ სააპლიკაციო ფორმის გარდა ყველა ჩამოთვლილი დოკუმენტაცია უნდა გაიგზავნოს ფაქსით.
განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადებია:
საზაფხულო კურსისათვის - 2011 წლის 15 აპრილი;
საშემოდგომო კურსის პირველი ნაკადისათვის - 2011 წლის 14 ივნისი;
საშემოდგომო კურსის მეორე ნაკადისათვის -2011 წლის 14 აგვისტო.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.