ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ამერიკული უნივერსიტეტი ბულგარეთში 2011 - 2012

ამერიკული უნივერსიტეტი ბულგარეთში  AUBG აცხადებს კონკურს ღია საზოგადოების ინსტიტუტის მიერ დაწესებული სტიპენდიის მოსაპოვებლად 2011/2012 სასწავლო წლისათვის შემდეგ საბაკალავრო ფაკულტეტებზე:

•    ბიზნეს ადმინისტრაცია;
•    ეკონომიკა;
•    კომპიუტერული მეცნიერებები;
•    ისტორია და ცივილიზაცია;
•    საინფორმაციო სისტემები;
•    ჟურნალისტიკა / მასობრივი კომუნიკაციები;
•    პოლიტიკური მეცნიერება / საერთაშორისო ურთიერთობები;
•    მათემატიკა.

უნივერსიტეტში სწავლა ოთხწლიანია. ღია საზოგადოების ინსტიტუტი აბიტურიენტებს სთავაზობს როგორც სრულ სტიპენდიას, ასევე ნაწილობრივ ფინანსურ დახმარებასაც.

ღია საზოგადოების ინსტიტუტის სრული სტიპენდია ფარავს სწავლის, ცხოვრებისა და სტუდენტური აქტივობისათვის განკუთვნილ თანხებს. სტუდენტს გადასახდელი ექნება ვიზის, მგზავრობის, კვების, წიგნების, ჯანმრთელობის დაზღვევისა და ბულგარეთში დროებით ცხოვრების უფლების ღირებულება. ნაწილობრივი ფინანსური დახმარების ოდენობა კი დამოკიდებული იქნება აპლიკანტთა აკადემიურ მოსწრებასა და მათი ოჯახების ეკონომიურ მდგომარეობაზე.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველები უნდა სწავლობდნენ საშუალო სკოლის დამამთავრებელ კლასში ან იყვნენ აბიტურიენტები. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ პირველი კურსის სტუდენტებსაც. უნივერსიტეტში სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე. მიღება იწარმოებს კონკურსის საფუძველზე. აბიტურიენტები აბარებენ TOEFL–სა და   SAT  ტესტებს. 

განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 17 დეკემბერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11

ბანერები