ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ამერიკულ სწავლებათა ფონდის (TFAS) საზაფხულო პროგრამა

ამერიკულ სწავლებათა ფონდი (TFAS) აცხადებს კონკურსს ყოვლეწლიურ საზაფხულო პროგრამაზე "ამერიკული ინსტიტუტი პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემები (AIPES)".

პროგრამის ადგილი: პრაღა (ჩეხეთი)

პროგრამა აერთიანებს 100 სტუდენტს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, აგრეთვე აშშ-სა და ცენტრალური აზიის 25-ზე მეტი ქვეყნიდან.

პროგრამა ითვალისწინებს მსოფლიოს სხვადასხვა პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული საკითხების განხილვას.

სტუდენტები, რომლებიც წარჩინებით გაივლიან AIPES პროგრამას, ავტომატურად ჩაერთვებიან ამერიკულ სწავლებათა ფონდის (TFAS) 8000 კურსდამთავრებულთა ქსელში 50 სხვადასხვა ქვეყნიდან.

განაცხადის შევსების ვადაა: 2010 წლის 31 იანვარი.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებ გვერდი:

http://www.tfasinternational.org/aipes/about/

ან მიმართეთ

უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 337,
ტელ: 899 21 16 70
(ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)

ბანერები