ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრისა და სკოლა „ლოგოსი“–ს საზაფხულო ბანაკი

ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი (LEAF)  და სკოლა „ლოგოსი“ (LOGOS) 2011 წლის  14 ივლისიდან 7 აგვისტომდე გიწვევთ   საზაფხულო ბანაკში  სახელწოდებით Liberal Arts (ჰუმანიტარული მეცნიერებები). პროგრამა განკუთვნილია IX, X და XI კლასის მოსწავლეთათვის და სტუდენტებისათვის. პროექტის განხორციელების ადგილია რაჭა, კურორტი უწერა. პროექტს პარტნიორობას უწევენ აშშ–ს ჰამილტონის უნივერსიტეტი და საქართველოს სკაუტური მოძრაობა.

საზაფხულო ბანაკი Liberal Arts გთავაზობთ  აკადემიურ საგნებში ინტენსიურ მომზადებას, საინტერესო პროფესიონალებთან შეხვედრა-სემინარებსა და შემეცნებით-გასართობ პროგრამას. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჩატარდება „ამერიკის დღეები“.

ა.შ.შ.-ს ჰამილტონის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი ჯონ ჰაისელი წაგიკითხავთ  ლექციებს თემებზე:
•    რა არის ამერიკა;
•    ამერიკული განათლების სისტემა;
•    ამერიკული ცხოვრების სტილი;
•    როგორ მივაღწიოთ წარმატებას მსოფლიო ბაზარზე.

ჰამილტონის უნივერსიტეტის  პროფესორი ბრიტ ჰაისელი ჩაატარებს ინგლისური ენის მასტერკლასებს:
•    აკადემიური წერა;
•    ესსეს წერა;
•    პრეზენტაცია.

მონაწილეებს ყოვლდღე ჩაუტარდებათ სკაუტი ლიდერების მიერ დაგეგმილი შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები, კვირაში 2-ჯერ შეხვდებიან სხვადასხვა სფეროს წარმატებულ და ცნობილ პროფესიონალებს. ჩატარება: „ჟურნალისტიკის, „ლიტერატურის“, „ბიზნესის“, „მუსიკის“, „მხატვრობისა“ და „იუმორის“ დღეები. ყოველ კვირა დღეს მოეწყობა ლაშქრობა რაჭის ეკლესია მონასტრებისა და ისტორიული ძეგლების დასათვალიერებლად.

საზაფხულო ბანაკი ითვალისწინებს შემდეგ აკადემიურ  პროგრამას:
 საერთაშორისო ტესტები:
•    SAT –  სტანდარტული მისაღები გამოცდები ამერიკის უნოვერსიტეტებისათვის;
•    TOEFL,      IELTS  - აკადემიური ტესტი ინგლისურ ენაში;  
•    SAT -ის საგნობრივი ტესტები - subject tests:  ფიზიკა-მათემატიკა;  ქიმია-ბიოლოგია; ლიტერატურა.

პედაგოგები: ბოგდან მიროშნიჩენკო, ლიზი ფარეიშვილი, გოდერძი ფრუიძე, გიორგი მჭედლიშვილი, ვერა ოკუნევა, გიორგი მილოშევიჩი.
ინგლისური ენა - ნანა ჯანაშია;
მშობლიური ენა და ლიტერატურა - გია მურღულია;
მათემატიკა - ბესიკ კევლიშვილი, თინა მინდიაშვილი;
საქართველოს ისტორია - გიორგი ლაცაბიძე;
„აზრონების ლაბორატორია“ - ლოგიკა და უნარები - ნინო გოგიჩაძე.
მონაწილე ირჩევს ორ ძირითად  და ერთ დამატებით აკადემიურ საგანს.

პროგრამაზე რეგისტრაციია ბოლო ვადაა 2011 წლის 11 ივნისი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები