ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

Alfred-Toepfer - ის ფონდის სტიპენდიები

Alfred-Toepfer-ის ფონდი აცხადებს კონკურსს უცხოელ სტუდენტთათვის, რომელთაც სურთ გერმანიაში სწავლის გაგრძელება სამაგისტრო კურსებზე. ფონდი ყოველწლიურად გასცემს 50-მდე სტიპენდიას ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებისათვის.

პროგრამა უმეტესად აფინანსებს ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე მყოფ სტუდენტებს, რომელთაც სურთ ევროპის კვლევების ჭრილში სწავლის გაგრძელება შემდეგი სფეროების მიმართულებებით: კულტურა, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები, ასევე ხელოვნება, არქიტექტურა, აგრარული და სატყეო მეცნიერებები.

პროგრამის ხანგრძლივობა: ერთი წელი.

სტიპენდიის ოდენობა: თვეში 920 ევრო.

კანდიდატებს მოეთხოვებათ გერმანული ენის კარგად ცოდნა.

განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 30 ნოემბერი.


დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის №32, ოთახი №C220 ტელ.: 229 47 11.

ბანერები