ალენ ბენსუსანის სახელობის სტიპენდია - The ERCIM "Alain Bensoussan" Fellowship Programme
ევროპული კვლევების კონსორციუმი ინფორმატიკასა და მათემატიკაში (ERCIM) აცხადებს ღია კონკურსს ალენ ბენსუსანის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად.
ეს პროგრამა კარგი საშუალებაა ახალგაზრდა მეცნიერებისთვის მთელი მსოფლიოდან, რომ იმუშაონ საერთაშორისო მასშტაბით აღიარებულ ექსპერტებთან, დაამყარონ კონტაქტები ევროპულ სამეცნიერო საზოგადოებასთან, განახორციელონ კვლევა ევროპის საუკეთესო კვლევით დაწესებულებებში.
გამარჯვებული კონკურსანტები კვლევას განახორციელებენ კონსორციუმის წევრ ორ ინსტიტუტში 12 ან 18 თვის ვადით. კანდიდატებს მოეთხოვებათ ინგლისური ენის კარგად ცოდნა. მათ დოქტორის აკადემიური ხარისხი მოპოვებული უნდა ჰქონდეთ მაქსიმუმ 8 წლის წინ, ან უნდა დაიცვან დისერტაცია სტიპენდიის ძალაში შესვლის მომენტამდე.
დაგეგმილი კვლევა უნდა შეესაბამებოდეს კონსორციუმის მიერ განსაზღვრულ მიმართულებებს.
განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 30 სექტემბერი, 2010.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე http://www.ercim.eu/activity/fellows/topics.html ან მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურს.