ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტის სადოქტორო სტიპენდიები

დიდი ბრიტანეთის, აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტთან არსებული კინოსა და სატელევიზიო მიმართულებების სკოლა აცხადებს კვლევითი სტიპენდიების პროგრამას შემდეგ მიმართულებაში: დიდი ბრიტანეთის კინო – მემკვიდრეობის გავრცელება და კულტურული გავლენა.

პროგრამის დაწყების თარიღია 2010 წლის 1 სექტემბერი.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ზემოაღნიშნულ სფეროში კვლევითი საქმიანობის გამოცდილების მქონე ნებისმიერ პირს. თუმცა, უპირატესობა მიენიჭებათ მათ, ვისაც გააჩნიათ მაგისტრის ხარისხი პროგრამით გათვალისწინებულ მიმართულებაში.

სავალდებულოა კანდიდატმა წინასწარ წარადგინოს განსახორციელებელი კვლევითი საქმიანობის მონახაზი.

სტიპენდია 3 წლის განმავლობაში აანაზღაურებს ბრიტანეთში სწავლასთან დაკავშირებულ  და ძირითად საარსებო ხარჯებს.
 
განაცხადების ელექტრონულად გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 12 ივლისი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.

ბანერები