ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

"ადამიანური კაპიტალის ცენტრი - HCC" აცხადებს მიღებას ინტენსიურ საზაფხულო კურსზე „წერითი კომუნიკაცია მენეჯერებისათვის“

რამდენადაც ძველი და მდიდარია ქართული ენა, იმდენად რთულია მისი ყოველდღიურ ყოფაში, მით უმეტეს საქმიან ურთიერთობებში გამოყენება. უცხო ენების გავლენის ფონზე კიდევ უფრო რთულდება ქართული ენის მართლწერის წესების დაცვა და სხვა ქვეყნების კულტურების გავლენით ჩვენში დამკვიდრებულ საქმიან პროცესების ქართულ ენაზე მორგება. ყველას შეგვინიშნავს შეცდომები ამა თუ იმ საქმიან დოკუმენტაციაში, ან ყურში მოგვხვედრია უხეშად გამოთქმული ფრაზები თუ დამახინჯებული სიტყვები. ამ თითქოსდა უმნიშვნელო ცვლილებებს ხშირად სერიოზული პრობლემების შექმნა შეუძლია და ეს საკითხი მუდმივად აწუხებს ქართულ, საქმიან საზოგადოებას.

ჩვენ ჩავატარეთ გამოკითხვა ქართულ ორგანიზაციებში, რომელმაც აჩვენა, რომ თანამშრომელთა უმრავლესობისათვის, სხვადასხვა პროფესიის, განათლების და დაკავებული პოზიციის მიუხედავად,  ყველა ქართულ კომპანიაში პირველ ადგილზე ერთი და იგივე პრობლემა დგას, და ეს არის ეფექტური კომუნიკაცია.
თანამედროვე ქართულ საქმიან საზოგადოებას როგორც წესი რამოდენიმე ენაზე ერთდროულად უწევს კომუნიკაცია, რაც ართულებს რომელიმე ენაზე კონცენტრაციას და ზრდის შეცდომების დაშვების ალბათობას. გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ ადამიანი შედარებით თამამია მშობლიურ ენაზე წერისას და ბევრად უფრო დაძაბულია უცხო ენის გამოყენებისას, ქართულად წერის დროს უფრო მოშვებული ვართ და შეცდომებსაც მეტს ვუშვებთ. გარდა ამისა, სკოლაში შესწავლილი გრამატიკაც, წლებთან ერთად ნელ-ნელა დავიწყებას მიეცემა და მეხსიერება მოგვიანებით შეძენილი უცხო ენების ცოდნით იტვირთება.
„ადამიანური კაპიტალის ცენტრმა” საქართველოში დარგის წამყვან სპეციალისტებთან  ერთად შეიმუშავა პროგრამა „წერითი კომუნიკაცია მენეჯერებისათვის“. კურსი გათვლილია იმ პირებზე, რომელთაც სურთ  შეიძინონ, გაიღრმავონ  ან განიახლონ ქართულად წერის უნარები. კურსი განსაკუთრებით ეფექტიანი იქნება სპეციალისტებისა და მენეჯერებისათვის, რადგან მისი შინაარსი მოიცავს პრაქტიკაზე ორიენტირებულ საკითხებს და უკავშირდება საქმიანი ადამიანის ყოველდღიურ საქმიანობას.
კურსს უძღვება ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი პროფესიონალი.

კურსის გავლის შემდეგ თქვენ უკეთ შეძლებთ:
** აზრის გამართულად ჩამოყალიბებას და განვითარებას წერილობით;  (აკადემიური წერის საფუძვლები)
** თქვენი ნაწერის სტრუქტურულად გამართვას; (არგუმენტირებული ესეს წერის პრინციპები)
** საქმიანი დოკუმენტაციის შედგენა ; (ფუნქციური წერა: მოხსენება, განცხადება, ცნობა, წერილი, ანგარიში, ოქმი და სხვ.)
** გამართული კორესპოდენციის წარმართვას; (ელექტრონული წერილის სპეციფიკა, ფაქსის გაგზავნის კულტურა, საფოსტო მიმოწერა)
** მართლწერის, პუნქტუაციისა და სხვა გრამატიკული წესების პრაქტიკაში გამოყენებას.

კურსის უპირატესობებია:
** მაქსიმალურად პრაქტიკაზე ორიენტირებული პროგრამა;
** უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტი;
** თეორია + პრაქტიკური სავარჯიშოები; კურსის დამთავრების შემდეგ 2 კვირის მანძილზე დავალებების გასწორება;
** ჯანსაღი და გამართული სასწავლო გარემო.

ხანგრძლივობა და ღირებულება:
კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 24 საათს, კვირაში 3 დღე 2-2 საათი, სულ 4 კვირა. კურსის ღირებულებაა 300 ლარი, საზაფხულო ფასდაკლებით 240 ლარი.
ჩვენ გთავაზობთ ტრენინგების მოქნილ გრაფიკს.  პროგრამის დასაწყისი: 1 ივლისი 2011 წ. ორ კვირაში ერთხელ დაიწყება ახალი კურსი. 

რეგისტრაცია ვებ-გვერდზე!

გთხოვთ მიუთითოთ კურსის დაწყების სასურველი თარიღი და მეცადინეობის ხელსაყრელი დრო .
დაგვიკავშირდით: info@hcc.ge ტელ.: 890 901090 ვებ-გვერდ: http://www.hcc.ge

ბანერები