ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

"ადამიანური კაპიტალის ცენტრი - HCC" აცხადებს მიღებას ინტენსიურ სასერტიფიკატო კურსზე "ოფისის მენეჯმენტი და ადმინისტრირება"

წარმატებულ კურსდამთავრებულებს HCC აღუთქვამს დასაქმებაში დახმარებას, ხოლო საუკეთესო კურსდამთავრებულს სთავაზობს გარანტირებულ დასაქმებას !!!

კურსი გათვლილია პირთათვის, რომელთაც სურთ ოფისის მენეჯერად, ოფისის ადმინისტრატორად, ასისტენტად მუშაობა ან უკვე დასაქმებულნი არიან მსგავს პოზიციაზე და სურთ კვალიფიკაციის ამაღლება.

კურსის უპირატესობები:

** პრაქტიკაზე ორიენტირებული პროგრამა; (შედგენილია ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით, "study and go to job" პრინციპი);
** მაღალი კვალიფიკაციის ტრენერები, 3 თანა-ტრენერი; (ევროპაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება, ტრენინგების 15 წლიანი გამოცდილება);
** აუცილებელი უნარების ინტენსიური წვრთნა; (ინტერაქტიული მეთოდიკა, საქმიანი თამაშები, ვიდეომასალები);
** ჯანსაღი და გამართული სასწავლო გარემო.

პროგრამის შინაარსი:

** ოფისის მენეჯმენტის საოპერაციო ნაწილი, ორგანიზება, ადმინისტრირება;
** საორგანიზაციო სახელმძღვანელო, ადამიანური რესურსების ადმინისტრირება;
** ლოგისტიკური დავალებების ორგანიზება;
** ოფიციალური, პირველადი დოკუმენტაცია და სამართლებრივი საკითხები;
** მენეჯმენტის საფუძვლები;
** ინფორმაციის მოძიება; კვლევები; კორესპოდენცია;
** შიდა და გარე კომუნიკაცია; ტექნიკასა და უნარებზე მუშაობა; გუნდური მუშაობა;
** საზოგადოებასთან ურთიერთობა; მივლინებებისა და უცხოელთა ვიზიტების ორგანიზება;
** საოფისე პროგრამების შესწავლა.

ხანგრძლივობა და ღირებულება:

კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 80 საათს - 14 კვირის განმავლობაში და მისი ღირებულებაა 650 ლარი. მაგრამ "HCC" ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით გთავაზობთ პროგრამის ინტენსიურ კურსს ფასდაკლებით, რომლის ფარგლებშიც პროგრამით გათვალისწინებული 80 საათი განაწილდება 8 კალენდარულ კვირაზე, ხოლო კურსის ღირებულება იქნება 590 ლარი.

ჩვენ გთავაზობთ მოქნილ გრაფიკს სტუდენტებისა და დასაქმებულებისათვის.

პროგრამის დასაწყისი: 1 ივნისი, 2011 წ.
დარეგისტრირების ბოლო ვადა: 28 მაისი, 2011 წ.

კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში "HCC" გასცემს ოფისის მენეჯერისა და ადმინისტრატორის სერტიფიკატს.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: info@hcc.ge
ტელ.: 890 901090
ვებ-გვერდ: http://www.hcc.ge

ბანერები