ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

"ადამიანური კაპიტალის ცენტრი - HCC" აცხადებს ინტენსიურ საზაფხულო კურსს, "ზოგადი ინგლისური “

თუ გსურთ დაიწყოთ ინგლისური ენის შესწავლა, ან გსურთ გააღრმავოთ თქვენი ცოდნა, გადახვიდეთ ცოდნის შემდეგ, უფრო მაღალ დონეზე - გამოიყენეთ ზაფხულის პერიოდი,  ჩაეწერეთ  HCC-ს  „ზოგადი ინგლისურის“

ინტენსიურ კურსზე, ისარგებლეთ  30%-იანი ფასდაკლებით და ისწავლეთ ინგლისური  150 ლარის ნაცვლად, თვეში 100 ლარად !!!


ჩვენ გთავაზობთ სამი დონის ჯგუფებს:
1.    Beginner – როდესაც მონაწილეს არ ესმის და ვერ საუბრობს ინგლისურად. მისი ინ

გლისური ენის ცოდნა შემოიფარგლება სიტყვების შეზღუდული მარაგით და გამონათქვამებით.
2.    Elementary – როდესაც მონაწილეს ესმის და იყენებს სასაუბრო ინგლისურს, მაგრამ უჭირს და არ არის თავდაჯერებული. როდესაც მას შეუძლია თავი გაართვას მარტივ ინსტრუქციებს და ყოფით საკომუნიკაციო  სიტუაციას.

აგრეთვე შეუძლია დაწეროს მცირე  მოცულობის თხრობითი ტექსტი ან არაფორმალური წერილი.
3.    Pre-Intermediate – შედარებით თავისუფლად ართმევს თავს სასაუბრო და საკომუნიკაციო სიტუაციას. უჭირს, მაგრამ შეუძლია მონაწილეობის მიღება დისკუსიაში. აქვს საკმარისი ლექსიკური მარაგი, რომ გამოთქვას თავისი მოსაზრება. 

ყველა დონისათვის ცალ-ცალკე შემუშავებულია პროგრამა, რომელშიც ძირითადი აქცენტი გაკეთებულია გრამატიკის შესწავლაზე და ლექსიკური მარაგის ათვისებასა და გამოყენებაზე.

მასალის მარტივად და დაუღლელად ათვისებისათვის გთავაზობთ თანამედროვე, ინტერაქტიულ ტრენინგ-მეთოდიკას.             

მონაწილეები ერთ თვეში გაივლიან პროგრამის 6 მოდულს, რაც შესაბამისი დონის პირველ ნაწილს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, მონაწილეს ორ თვეში შეუძლია დაძლიოს ერთი დონე.
 
კურსის უპირატესობებია:

  • უფასო ტესტი თქვენი ცოდნის დონის დასადგენად 1.07 და 2.07!
  • ცოცხალი და არაორდინალური პროგრამა;
  • თანამედროვე ტრენინგ-მეთოდიკა;
  • უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტი, საზღვარგარეთ მიღებული განათლებით;
  • უმოკლეს დროში დონის დაძლევის შესაძლებლობა;
  • ჯანსაღი და გამართული სასწავლო გარემო.


ხანგრძლივობა და ღირებულება:
HCC  გთავაზობთ აქციას, დარეგისტრირდით კურსზე ჩვენს ვებ-გვერდზე, მობრძანდით ჩვენს ოფისში 01.07 და 02.07, გაიარეთ ტესტირება ენის ცოდნის დონის დასადგენად, სრულიად უფასოდ!!!!
მეცადინეობების ინტენსივობა: კვირაში 3 დღე,  1,5  საათი, სულ 4 კვირა.  კურსის ღირებულებაა 150 ლარი, საზაფხულო ფასდაკლებით 100 ლარი.
კურსებზე ფასდაკლება შეთავაზებული იქნება მხოლოდ  ივლისისა და აგვისტოს თვეებში!
ჩვენ გთავაზობთ ტრენინგების მოქნილ გრაფიკს.  პროგრამის დასაწყისი: 4 ივლისი 2011 წ.   

რეგისტრაცია ვებ-გვერდზე!
გთხოვთ მიუთითოთ მეცადინეობის ხელსაყრელი დრო.
დაგვიკავშირდით : info@hcc.ge   ტელ: 890 901090   ვებ-გვერდ: http://www.hcc.ge.

ბანერები