ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

"ადამიანური კაპიტალის ცენტრი - HCC" აცხადებს 50%-იან ფასდაკლებას ტრენინგზე „წარმატებით დასაქმებისათვის“!

კურსი გათვლილია იმ პირებზე, რომელთაც სურთ  დასაქმება ან უკვე დასაქმებულნი არიან და გეგმავენ სამუშაო ადგილის შეცვლას.

შრომის ბაზარზე დაკვირვებამ და დამსაქმებელთა გამოკითხვამ გხადჰყო, რომ სამუშაოს მძებნელთა წარუმატებლობის უმთავრესი მიზეზი საკუთარი თავის წარდგენის არცოდნაა. დამსაქმებელთა უმეტესობა არ კითხულობს, ან მალევე წყვეტს იმ დოკუმენტაციის კითხვას, რომელიც სათანადო ხარისხით არ არის შედგენილი. სამუშაოს მძებნელი ხშირად გასაუბრების ეტაპზეც ვერ ახდენს საკუთარი რესურსის წარმოჩენას.  აპლიკანტების უმეტესობამ არ იცის როგორია ის ხარისხი, ან რა არის ის სტანდარტი, რასაც ითხოვს დამსაქმებელი. სწორედ ამ ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე  HCC გთავაზობთ ამ ტრენინგს.
 
ჩვენ შეგასწავლით:
** საკუთარი იმიჯის ფორმირებას;
** გამოცხადებული ვაკანსიის გაანალიზებას; სამიზნე ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციის მოძიებას;
** რეზიუმეს /CV- ს მომზადებას / ადაპტირებას; დოკუმენტაციის პაკეტის მომზადებას;
** თანმდევი წერილის, სამოტივაციო წერილის შედგენას;
**სატელეფონო გასაუბრების წარმართვას;
** გასაუბრებისთვის/ ინტერვიუსთვის მომზადებას და მისი სასურველი გზით წარმართვას;

კურსის უპირატესობები:

** დამსაქმებლების მონაწილეობით შედგენილი პროგრამა; პრაქტიკაზე ორიენტირებული რჩევები (ერთის მხრივ უახლესი დასავლური სტანდარტების გამოყენებითა და მეორეს მხრივ ქართული სპეციფიკის გათვალისწინებით);
** მაღალი კვალიფიკაციის ტრენერები (ევროპაში მიღებული განათლება და გამოცდილება როგორც ფორმალურ, ასევე აკადემიურ წერაში, HRM გამოცდილება);
** დამაჯერებელი კომუნიკაციის  უნარების წვრთნა; (ინტერაქტიული მეთოდიკა, როლური თამაშები);
** ჯანსაღი და გამართული სასწავლო გარემო.
HCC არ არის მხოლოდ ტრენინგ ცენტრი, „ადამიანური კაპიტალის ცენტრის“ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს დასაქმების მედიაცია. ტრენინგის ყველა მონაწილის მონაცემები ავტომატურად გადაეცემა „ადამიანური კაპიტალის ცენტრის“ დასაქმების მონაცემთა ბაზას, რაც წარმატებული კანდიდატებისათვის დასაქმების რეალურ პერსპექტივას წარმოადგენს.  

ხანგრძლივობა და ღირებულება:

კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 8 საათს და  საზაფხულო ფასდაკლებით მისი ღირებულებაა 50 ლარი (100 ლარი - 50%)  .
ის პირები, ვინც პარალელურად დარეგისტრირდებიან „ოფისის მენეჯმენტისა და ადმინისტრირების სასერტიფიკატო კურსზე“ , HCC-საგან საჩუქრად მიიღებენ ტრენინგს “ წარმატებით დასაქმებისათვის“!

ჩვენ გთავაზობთ ტრენინგების მოქნილ გრაფიკს, მეცადინეობას დილის, შუადღის და საღამოს ჯგუფებში.
პროგრამის დასაწყისი: 30 მაისი, 2011 წ. ყოველი ახალი ტრენინგი დაიწყება ორშაბათობით, მომდევნო ორშაბათისათვის რეგისტრაცია მოხდება წინა კვირის განმავლობაში, პარასკევის ჩათვლით.

რეგისტრაცია ელ-ფოსტით ან ვებ-გვერდზე . ელ-ფოსტით რეგისტრაციისას გთხოვთ მიუთითოთ კურსის დასახელება, სასურველი თარიღი ტრენინგის დაწყებისათვის და მეცადინეობის ხელსაყრელი დრო .

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: info@hcc.ge
ტელ.: 890 901090
ვებ-გვერდ: http://www.hcc.ge

ბანერები