ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

აბუ დაბის მასდარის სტიპენდიები კურსდამთავრებულ სტუდენტებისთვის

აბუ დაბის მასდარის მეცნიერებათა და ტექნოლოგიის ინსტიტუტი აცხადებს განაცხადების მიღებას სრული სტიპენდიების მოსაპოვებლად კურსდამთავრებულ სტუდენტებისათვის.

სტიპენდია მოიცავს:
• სწავლის საფასურის სრულ ანაზღაურებას;
• სახელმძღვანელოებითა და პერსონალური კომპიუტერით მომარაგებას;
• ჯანმრთელობის დაზღვევას;
• საცხოვრებლით უზრუნველყოფას (მასდარის სტუდქალაქში).

აგრეთვე ანაზღაურდება მგზავრობის ხარჯები (ეკონომკლასის საჰაერო ბილეთი);
TOEFL- ისა და GRE გამოცდების ხარჯები (სტუდენტის მასდარის ინსტიტუტში რეგისტრაციისა და ოფიციალური ქვითრების მიღების შემდეგ).

განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 31 იანვარი

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებგვერდი:

www.masdar.ac.ae/Menu/Index.aspx?MenuID=8&CatID=97&mnu=Cat#

ან მიმართეთ

უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 337
ტელ: 899 21 16 70
(ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)

ბანერები