აბუ დაბის მასდარის ინსტიტუტის სამაგისტრო სტიპენდიები
არაბეთის აბუ დაბის მასდარის ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს საერთაშორისო სტუდენტებისთვის სამაგისტრო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. პროგრამა განკუთვნილია მეცნიერებების, საინჟინრო საქმისა ან საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით მინიმუმ ბაკალავრის ხარისხის მფლობელი კანდიდატებისთვის და მოიცავს შემდეგ სფეროებს: საინჟინრო სისტემები და მენეჯმენტი, კომპიუტერული და საინფორმაციო მეცნიერება, მატერიალური მეცნიერება და საინჟინრო საქმე, მექანიკური საინჟინრო საქმე, წყლისა და გარემოს დაცვის საინჟინრო საქმე, მიკროსისტემების საინჟინრო საქმე და ელექტრონულ სიმძლავრეთა საინჟინრო საქმე. პროგრამა წარჩინებული სტუდენტებისთვის ითვალისწინებს სრულ სტიპენდიებს, რომლებიც მოიცავს სასწავლო გადასახადთან, პირადი კომპიუტერით (ლეპტოპით) უზრუნველყოფასთან, სამედიცინო დაზღვევასთან, დაბინავებასთან, მგზავრობასთან და საარსებო საშუალებებთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
· მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი მეცნიერებების, საინჟინრო საქმის ან საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში;
· მინიმუმ 3.0 საერთო საშუალო ქულა (CGPA) 4 ბალიანი შეფასებით;
· მაგისტრატურაში ჩასაბარებელ (GRE) გამოცდაზე დაგროვილი მინიმუმ 700 ქულა;
· ინგლისური ენის სრულფასოვნად ცოდნა (TOEFL ინტერნეტ ტესტი მინიმუმ 91 ქულა ან 6.5 ქულა იელტური შეფასებით);
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა გაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
· მინიმუმ ბაკალავრის დიპლომისა და მისი დანართის დასკანერებული ასლი;
· სამოტივაციო განცხადების ასლი (Microsoft Word ან PDF ფორმატში);
· GRE /TOEFL-ის ან იელტურ ტესტებში მიღებული შეფასებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
· პასპორტის ზომის JPEG ფორმატის ფოტო;
· სამი რეკომენდატორის ვინაობა და ელ–ფოსტის მისამართები, რომელთაც დაუკავშიდებიან მასდარის ინსტიტუტიდან სარეკომენდაციო წერილებისთვის;
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 30 მაისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.