ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

აბდუს სალამის თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრის საგრანტო კონკურსი

აბდუს სალამის თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრი ყოველწლიურად აფინანსებს 50-მდე სამეცნიერო კვლევასა და ღონისძიებას ფიზიკისა და მათემატიკის სფეროებში.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მეცნიერებს მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან. განაცხადების შეტანა შესაძლებელია სხვადასხვა ტიპისა და ხანგრძლივობის აქტივობების (სემინარები, კონფერენციები, კვალიფიკაციის ასამაღლებელი სკოლები) დასაფინანსებლად შემდეგ სფეროებში:

•    მაღალი ენერგია, კოსმოლოგია და ასტრო ნაწილაკების ფიზიკა;
•    კონდენსირებულ გარემოთა ფიზიკა;
•    ფუნდამენტალური და გამოყენებითი მათემატიკა;
•    დედამიწის სისტემათა ფიზიკა;
•    გამოყენებითი ფიზიკა.

განაცხადების ელექტრონულად გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 9 ივლისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ: 822 29 47 11.

ბანერები