ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

აბდუს სალამის თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრის ლუდვიგ ბოლცმანის სახელობის პოსტსადოქტორო სტიპენდიები

ფიზიკის დარგში კვლევების წახალისების მიზნით აბდუს სალამის თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრი იწყებს პოსტსადოქტორო სტიპენდიების

ახალ პროგრამას კონდენსირებული გარემოსა და სტატისტიკური ფიზიკის მიმართულებით, რომელიც მოიცავს შემდეგ თემებს:
•    უწონადობის კვანტური ფიზიკა (out of equilibrium quantum physics);
•    კვანტური ინფორმაცია და კვანტური რთული სისტემები (quantum information and quantum complex systems);
•    რთული სისტემების სტატისტიკური მექანიკა (statistical mechanics of complex systems);
•    ძლიერი კორელაციის ფიზიკა (strong correlation physics (including ultra-cold atoms and molecules);
•    კვანტური ტრანსპორტი ნანოსტრუქტურებში (quantum transport through nanostructures);
•    დაბალ განზომილებიანი კვანტური სისტემები (low dimensional quantum systems);
•    ბიოლოგიურად რელევანტური სისტემების სიმულირება (simulation of biologically relevant systems);
•    მასალების მოდელირება ენერგიის გამოყენებისთვის (modeling of materials for energy applications).

პროგრამის ხანგრძლივობა:
3 + 2 წელი.
ყოველთვიური სტიპენდიის რაოდენობა: 2,500 - 3,000 ევრო.

კანდიდატებს მოეთხოვებათ მოცემულ სფეროში აქტიური და დამოუკიდებელი პოსტსადოქტორო საქმიანობის გამოცდილება.

საჭირო დოკუმენტები:

•    რეზიუმე (CV) პუბლიკაციების სრული სიით;
•    სამი სარეკომენდაციო წერილი (უნდა აიტვირთოს რეკომენდატორთა მიერ ელექტრუნული რეგისტრაციის ვებ-გვერდზე).

განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 30 ნოემბერი, 2010.


დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.

ბანერები