ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

2011-2012 კურსდამთავრებულთა საგრანტო პროგრამა

ღია საზოგადოების სტიპენდიების პროგრამა აცხადებს კონკურს თავისი ყოფილი სტიპენდიანტებისათვის გრანტების მოსაპოვებლად 2011-2012 წლის პერიოდში. პროგრამა განკუთვნილია იმ კანდიდატებისთვის, რომელთაც გაიარეს სასწავლო კურსები და დაამუშავეს სამეცნიერო - კვლევითი პროექტები ღია საზოგადოების მინიმუმ ერთ - ერთ შემდეგ სასტიპენდიო პროგრამაში: ავღანეთის საკომუნიკაციო სტიპენდიის პროგრამა, ბულგარეთის ამერიკული უნივერსიტეტის პროგრამა (პროგრამაზე ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ არა უადრეს 2005 წლისა), კემბრიჯისა და ოქსფორდის მასპინძლობის სქემები, შევენინგის სასტიპენდიო პროგრამა, დაადის სასტიპენდიო პროგრამა, ქნოუსის სასტიპენდიო პროგრამა (CNOUS), გარემოს დაცვის სამართლისა და მენეჯმენტის პროგრამა (1996–1999წ.წ.),  საფაკულტეტო განვითარების პროგრამა, ქართული პროგრამა საგანმანათლებლო სფეროს პროფესიონალებისთვის, გლობალური დამხმარე საგრანტო პროგრამა, მონღოლეთის პროფესიული სტიპენდიების პროგრამა, ღია საზოგადოების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული მასკისა და FSA სასტიპენდიო პროგრამები (პროგრამაზე ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ არა უადრეს 2004 წლისა), მაასტრიხტის უნივერსიტეტის სასტიპენდიო პროგრამა, პალესტინის საფაკულტეტო განვითარების პროგრამა, პალესტინის სამართლებრივი ნორმების პროგრამა, სასტიპენდიო პროგრამა სოციალურ მუშაკთათვის, სოროსის ფონდის დამხმარე საგრანტო პროგრამა, ბირმის დამხმარე საგრანტო პროგრამა, თანამედროვე იუგოსლავიის დამხმარე საგრანტო პროგრამა, დაბალი საფეხურის სტუდენტთა გაცვლითი პროგრამა/ვირტუალური უნივერსიტეტი.

ინდივიდუალური პროექტებისთვის გამოსაყოფი გრანტის მაქსიმალური ოდენობაა 7,000 აშშ. დოლარი.  სხვა კურსდამთავრებულ სტიპენდიანტებთან ერთობლივად დამუშავებული პროექტებისთვის შესაძლებელია უფრო დიდი ოდენობის გრანტის გამოყოფაც.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა გაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
•    სრულად შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
•    პროექტის მენეჯერისა და ხელმძღვანელ პარტნიორთა რეზიუმეები (CV) - თითოეული რეზიუმე არა უმეტეს ორი გვერდისა;
•    დასამუშავებელი კვლევითი პროექტის დეტალური ბიუჯეტის აღწერა (თუ რა ზეგავლენას მოახდენს პროექტისათვის გაღებული თითოეული კონკრეტული თანხა პროექტის სპეციფიკურ ფუნქციაზე);
•    წარდგენილი პოლიტიკური კვლევითი ნაშრომის თეზისები (მხოლოდ მკვლევარი კანდიდატებისთვის);
•    მხარდაჭერის წერილი/წერილები პროექტის გეგმაში დასახელებული დაწესებულება/ორგანიზაციიდან ან ორგანიზაციებიდან;
•    საგარანტიო წერილი/წერილები პროექტის გეგმაში ან ბიუჯეტში დასახელებული სხვა დონორისაგან/დონორებისგან (ასეთების არსებობის შემთხვევაში).

განაცხადის გაგზავნის  ბოლო ვადაა 2011 წლის 1 ივნისი.


დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები