2010-2011 სასწავლო წლის ონასისის ფონდის სტიპენდიები
ონასისის სახალხო ფონდის მე-16 ყოველწლიური პროგრამა კვლევითი გრანტებისა და საგანმანათლებლო სტიპენდიების შესახებ განკუთვნილია ეროვნული აკადემიების წევრების, უნივერსიტეტების ყველა დონის პროფესორების (მათ შორის დოქტორანტებისთვის), პოსტდოქტორანტი მკვლევარებისთვის, ხელოვანებისთვის, დაწყებითი და ზოგადი საფეხურის სკოლის ბერძნული ენის (როგორც უცხო ენის) მასწავლებელთათვის, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის მსურველთათვის.
სტიპენდიების პროგრამა აფინანსებს მხოლოდ შემდეგ მიმართულებებს:
ჰუმანიტარული: ფილოლოგია, ლიტერატურა, ლინგვისტიკა, თეოლოგია, ისტორია, არგეოლოგია, ფილოსოფია, საგანმანათლებლო სპეციალობები, ფსიქოლოგია.
პოლიტიკური მეცნიერებები: სოციოლოგია, საერთაშორისო ურთიერთობები
ხელოვნება: სამუსიკო, ცეკვის, თეატრალური, ფოტოგრაფიის და კინო ხელოვნების სპეციალობები.
დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილეთ შემდეგ ვებგვერდზე: www.onassis.gr
ან მიმართეთ
უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333,
ტელ: 899 21 16 70, 877 23 77 18
(ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)