ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

10 სტიპენდია დოქტორანტურისა და პოსტ-სადოქტორო სტუდენტებისთვის ისრაელის თელავივის უნივერსიტეტში

ისრაელის დენ დევიდის პრემიის ლაურეატები ყოველწლიურად გამოყოფენ ოც სტიპენდიას 15 000 აშშ. დოლარის ოდენობით, დოქტორანტურისა და პოსტ-სადოქტორო საერთაშორისო წარჩინებული სტუდენტებისათვის სხვადასხვა სფეროში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

• სტიპენდიის დანიშვნის მომენტისათვის კანდიდატი უნდა იყოს დოქტორანტურის ან პოსტ-დოქტორანტურის სტუდენტი.
• დოქტორანტურის სტუდენტების კვლევითი ნაშრომი ოფიციალურად დამტკიცებული უნდა იყოს იმ უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, რომელზედაც ისინი გადიან სასწავლო კურსს.

თელავივის უნივერსიტეტში სწავლის მსურველი კანდიდატები სტიპენდიას მიიღებენ თვეში ორჯერ უახლოესი აკადემიური წლის განმავლობაში სტიპენდიისათვის განსაზღვრული თანხის ლიმიტის ამოწურვამდე.

განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 2010 წლის 31 მარტი.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ შემდეგი ვებ-გვერდი:

http://www.dandavidprize.org

ან მიმართეთ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის,
სტიპენდიების, დასაქმებისა და დაბინავების განყოფილებას მისამართზე:
ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,
ტელ: 822 29 47 11

 

 

ბანერები