„წიგნების თაროს” მე-7 სტუდენტური სეზონისთვის რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები
„წიგნების თაროს”, ახალგაზრდული ლიტერატურული შოუს, თემატიკას ლიტერატურასთან ერთად სხვადასხვა შემეცნებითი სფერო წარმოადგენს.
„წიგნების თაროს” მე-7 სტუდენტურ სეზონში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა უნდა გაიარონ შემდეგი ეტაპები:
- შექმნან სამი სტუდენტისგან შემდგარი გუნდი (ფაკულტეტს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, ერთ უმაღლეს სასწავლებელს წარმოადგენდნენ), შეავსონ აპლიკაცია საიტზე www.registracia.wignebistaro.ge და დარეგისტრირდნენ;
- დარეგისტრირებულ გუნდებთან ჩატარდება გასაუბრება, რომლითაც ,,წიგნების თაროს” შემოქმედებითი ჯგუფი გამოავლენს გადაცემაში მონაწილე 16 გუნდს.
უმაღლესი სასწავლებლიდან გადაცემაში მონაწილე გუნდების რაოდენობა შეზღუდული არ არის.
გუნდი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
- გუნდის თითოეული წევრი 2021-2022 სასწავლო წელს უნდა იყოს ბაკალავრიატის სტუდენტი;
- გუნდის სამივე წევრი უნდა იყოს ერთი და იმავე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი;
- გუნდის რომელიმე წევრი არ უნდა იყოს „წიგნების თაროს“ წინა სეზონების გამარჯვებული/ხალხის რჩეული.
განაცხადი მიიღება 17 სექტემბრამდე.
პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/38WKv5W
2021 წელი