ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები სტუდენტებისთვის

ვებინარი „ფიქრისა და მიზნების ძალა“ – მარი ბურდულის სახელობის ილიაუნის დასაქმების ფორუმი

ღონისძიებები

9 ივნისს 17:00 საათზე, მარი ბურდულის სახელობის ილიაუნის დასაქმების ფორუმის ფარგლებში HR Hub-ისა და StudentJob.ge-ს დამფუძნებელი ანა ნავდარაშვილი გაუძღვება ვებინარს „ფიქრისა და მიზნების ძალა – როგორ დავისახოთ მიზნები და მივაღწიოთ წარმატებას“.

შეხვედრა გაიმართება Zoom-ით და მასზე დასწრების შესაძლებლობა გექნებათ წინასწარი რეგისტრაციით: https://bit.ly/3w3LXNy

მარი ბურდულის სახელობის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2021 წლის დასაქმების ფორუმის მხარდამჭერები არიან HR პროფესიონალების ყველაზე მსხვილი გაერთიანება საქართველოში HR hub და სტუდენტური დასაქმების პორტალი StudentJob.ge.

მარი ბურდულის სახელობის ილიაუნის დასაქმების ფორუმი 2021-ის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებათა შესახებ დროდადრო განახლებადი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

2021 წელი

ბანერები