ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები სტუდენტებისთვის

უანგარო დონაციის დღე ილიაუნიში

ღონისძიებები

პირველ ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით ილიაუნის A და E კორპუსებში გაიმართება უანგარო დონაციის დღე.

აქციის ფარგლებში ამ სფეროს წამყვანი კომპანიების „ნიუ ჰოსპიტალსისა“ და „შპს ნაციონალური სისხლის ბანკის“ პროფესიონალი, გამოცდილი ექიმებით დაკომპლექტებული მობილური გუნდები მსურველებს შესთავაზებენ, უანგაროდ გაიღონ სისხლი და ამით გამოხატოთ თანადგომა იმ ადამიანთა მიმართ, რომელთაც დახმარება სჭირდებათ.

მათ, ვინც მონაწილეობას მიიღებს საქველმოქმედო აქციაში, უფასოდ მიეწოდებათ შემდეგი კვლევის შედეგები:

  • სისხლის საერთო ანალიზი

  • ჯგუფი, რეზუსი, ფენოტიპი

  • B და C ჰეპატიტი, სიფილისი, ციტომეგალო და შიდსის ვირუსი

სისხლის დონორი შეიძლება გახდეთ ნებისმიერი ადამიანი 18-დან 65 წლამდე,  თუ:

  • თქვენი წონა – 50 კგ და მეტია;

  • არ გაქვთ გადატანილი ვირუსული ჰეპატიტები B და C;

  • სიფილისი, ტუბერკულოზი;

  • არ ხართ ინფიცირებული აივ ინფექციით;

  • არ გაქვთ სისხლის ან ონკოლოგიური დაავადებები;

  • არ ხართ ნარკოტიკების მომხმარებელი;

  • არ გქონიათ გადატანილი ქირურგიული ოპერაცია, არ გაგიკეთებიათ ტეტანუსისა და ცოფის საწინააღმდეგო აცრა ბოლო 1 წლის განმავლობაში;

  • არ გაგიკეთებიათ ტატუ  ბოლო 6 თვის განმავლობაში;

  • არ გქონიათ სხვის სისხლთან კონტაქტი;

  • ბოლო 6 თვის მანძილზე არ ყოფილხართ ორსულად;

  • დონაციის დღეს დონორი უნდა იყოს პრაქტიკულად ჯანმრთელი – არ უნდა ჰქონდეს სიცხე, სურდო, კატარი, სხვა გრიპოზული მოვლენები.

დედამიწაზე ყოველ 3 წამში ვიღაცას სჭირდება სისხლი, მოსახლეობის 40-50%-ს შეუძლია იყოს სისხლის უანგარო დონორი. რეალურად  კი მხოლოდ 0.5%-ზე ნაკლები აბარებს მას. სისხლის უანგარო დონაცია კონფიდენციალური პროცესია და დონორის ანონიმურობა დაცულია.

 ადამიანმა, ვინც დონორობას აპირებს, უნდა იცოდეს შემდეგი:

  • სისხლის დონაცია იოლი, უსაფრთხო და უმტკივნეულო პროცესია;

  • სისხლის დონაციისას იხმარება მხოლოდ ერთჯერადი მასალა და დონორი დაცულია ინფიცირებისაგან;

  • სისხლის დონორობა აბსოლუტურად უსაფრთხოა ჯანმრთელობისათვის;

  • სისხლის ჩაბარება რეკომენდებულია დღის პირველ ნახევარში;

  • სისხლის ჩაბარების დღეს უმჯობესია, დილით მსუბუქად წაიხემსოთ და დალიოთ ტკბილი ჩაი. თავი უნდა შეიკავოთ თამბაქოსა და ანალგეტიკების მიღებისაგან;

  • სისხლის ხელმეორედ ჩაბარება შეიძლება 2 თვის შემდეგ.

__________

ადგილმდებარეობა:

ნიუ ჰოსპიტალსი –  A კორპუსი, II სართული, ფოიე (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), დრო: 10:00-16:00 საათი

შპს ნაციონალური სისხლის ბანკი –  E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), დრო: 10:00-16:00 საათი

დარეგისტრირდი წინასწარ:https://goo.gl/fWZubG

2018


ბანერები